დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა კიევი-ქუთაისი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისი შეასრულა.
მგზავრებს ქუთაისი-კიევის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეეძლებათ. ავიაბილეთის საფასური ორი გზა 136 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო აეროპორტის ვებ-გვერდზე (www.flyuia.com)შეუძლიათ.
ავიარეისის დაწყებასთან დაკავშირებით, ხუთ ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების დირექტორი იური მიროშნიკოვი, ავიაკომპანიის პრეზიდენტი სერვისებისა და ლოჯისტიკის დარგში სერგეი ტელპიში და დირექტორი სერვისებისა და არაბაზირებული აეროპორტების დარგში ირინა კაბოლინა. სტუმრები შეხვდნენ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს ქეთევან ალექსიძეს.
მხარეებმა შეხვედრებზე საქართველოსა და უკრაინის შორის საავიაციო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები