ქუთაისიპოსტი აგრძელებს რუბრიკას - "დამზადებულია ქუთაისში".
რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის
თანამედროვე საწარმოებს.
საწარმო "კორდმა" ფუნქციონირება ორი წლის წინ დაიწყო. კომპანია
ქუთაისში მოქმედი დეველოპერული კომპანია "დიზაინკომპლექსის"
შვილობილია. საწარმოში გამარმარილოებული კირქვისგან რამდენიმე
დასახელების ხელოვნური ნაკეთობა მზადდება.
საწარმოშო იმედოვნებენ, რომ მათი ინოვაციური პროდუქცი, როგორიცაა
კიბისა და კედლის ფილები, ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ იმპორტირებულ
ნაწარმს ჩაანაცვლებს.
"ვიდრე წარმოებას დავიწყებდით, მანამდე ფასადისა და კიბეების
მოსაპირკეთებლად ანალოგიური პროდუქტი შემოგვქონდა უცხოეთიდან. ადგილზე
წარმოებით კი, ჩვენ ხელს შევუწყობთ ეროვნული ვალუტის გაძლიერებას,
რადგან ეს ფული ადგილზე დარჩება. თანაც, ჩვენი პროდუქცია გაცილებით
უფრო იაფია, ვიდრე იმპორტირებული," - განმარტავს კომპანია "კორდის"
დამფუძნებელი, ზურაბ გუბელაძე.
ნაკეთობების დასამზადებლად "კორდი" ადგილობრივ ნედლეულს, ქვას
გამოიყენებს. მას საწარმო თავისავე კარიერზე მოიპოვებს, რომელიც
ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭახათაში მდებარეობს. ამისთვის საწარმო
შესაბამის სახელმწიფო ლიცენზიას ფლობს.
პირველ ეტაპზე ქვის ღორღად გადამუშავებაა. შემდეგ კი სპეციალურ
დანადგარებში მისგან სხვადასხვა ფორმისა და ფერის ნაკეთობები
მზადდება.
"კორდის" ფერადი ფილები ექსტერიერის დიზაინის მრავალფეროვნებისთვის
საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, საწარმოში გვიხსნიან, რომ წითელი
ფერისას დამატებით სხვა დანიშნულებისთვისაც გამოსადეგია. მაგალითად,
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, "დიზაინკომპლექსის" კორპუსის
მიმდებარედ დაზიანებულ ველობილიკს რესტავრაცია, სწორედ, ასეთი წითელი
ფილებით ჩაუტარდა.
გამარმარილოებული კირქვისგან დამზადებული ფილები გარემო პირობებისადმი
და სიმძიმისადმი გამძლეობით გამორჩევიან. გარდა ამისა, დიდი ხანი
ინარჩუნებენ ფერს. გარდა, გამარმარილოებული კირქვის ფილებისა,
"კორდში" კედლის ბლოკსაც ამზადებენ.
საწარმოს პროდუქცია ამ ეტაპზე ქუთაისში სამშენებლო მასალების
მაღაზიებსა და საწარმოში იყიდება. გამარმარილოებული კირქვის ფილის
ერთი კვარდატული მეტრი 20 ლარი ღირს.
სამომავლოდ კომპანია საკუთარი ბრენდული მაღაზიის გახსნას
გეგმავს. ასევე, მომავლის გეგმებში შედის საწარმოში ბეტონის წარმოების
დაწყებაც.
ახალგაზრდა საწარმომ, ჯერჯერობით, ჯილდო ვერ მოიპოვა. თუმცა, სულ
ახლახან მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ სამშენებლო მასალებისა და
დეველოპერების მე-7 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში, ასევე, გასულ
წელს თბილისში სამშენებლო მასალების გამოფენაში.
"კორდის" ხელმძღვანელი, ზურაბ გუბელაძე ამბობს, რომ საწარმოსთვის
მსგავს აქტივობებში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ამით
მომხმარებელთა არეალი გაიზარდა. "კორდი" უკვე შეკვეთებს საქართველოს
სხვადასხვა რეგიონებიდან იღებს. მათი მომხმარებლები სამშენებლო
კომპანიები და კერძო პირები არიან.
ნახეთ ამავე რუბრიკის ფარგლებში მომზადებული
მასალები:
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები