ქუთაისში პორტის მოწყობის იდეის ავტორი გემს აშენებს (ვიდეო)
17:24 / 04.04.2019
პარლამენტის მერვე მოწვევის დეპუტატი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი, ომარ ნიშნიანიძე, გემს აშენებს.
გემი, რომელსაც "არგო" ერქმევა, ხისგან გაკეთდება და 20 ადამიანზე
იქნება გათვლილი.
ყოფილი დეპუტატი გემის მდინარე რიონში გაშვებას აპირებს. ნიშნიანიძე
ამბობს, რომ "არგო" მდგრადი და უსაფრთხო იქნება. თუმცა,
მდინარე რიონში, მცირეწყლიანიობის გამო, რეგულარული რეისების
შესრულება ვერ მოხერხდება.
უკვე მზადაა გემის მაკეტიც. სამუშაოებისთვის საჭირო თანხას ყოფილი
დეპუტატი სპონსორებითა და შემოწირულობებით აგროვებს.
იდეის ავტორი ამბობს, რომ გემი ფოთში აიწყობა, ინჟინრების მიერ.
სამუშაოები 2019 მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ომარ ნიშნიანიძის გეგმის მიხედვით, 2 ივნისს, გემი ფოთიდან
გამოემგზავრება, რომელსაც თან გამოყვება იასონის გაცოცხლებული
პერსონაჟი, ვანში კი "არგოს" კოლხეთის მეფე, აიეტი და მისი ასული
მედეა დახვდება.
თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწყობილ
არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.
მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, "არგოს"
მშენებლობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს ქუთაისში, მდინარე
რიონზე პორტის მოწყობის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს
შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს. დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო
საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები