პოლიტიკა
"ოცნების" პარტიული შეხვედრა იყო"– რაზე ესაუბრა პრემიერ–მინისტრი მეშახტეებს
FaceBook
პრემიერ-მინისტრისგან მეშახტეებმა "დავალება" მიიღეს.
მამუკა ბახტაძემ მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში #48 ნომრის შემოხაზვა "დაავლა." ამის შესახებ დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის მონაწილე მეშახტემ გვიამბო, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ.

"კონკრეტული შეკითხვები გვქონდა, მაგალითად, საპენსიო ასაკის დაწევის და საშემოსავლოს განახევრების საკითხი მაინტერესებდა. მაგრამ ეს არა მეშახტეების, არამედ"ქართული ოცნების" პარტიული შეხვედრა იყო. როგორც კი შევატყვე ჩემს კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებდი, მაშინვე დავტოვე შეხვედრა", – გვიყვება მეშახტე.

ჩვენ შეხვედრის მონაწილე სხვა მეშახტეებსაც გავესაუბარეთ. თუმცა, ამ პრემიერ-მინისტრისგან "მიღებული დავალება" არც დაგვიდასტურეს და არც უარყვეს.

"ყველაფერი კარგად იქნება, ახალგაზრდა, კარგი, კაცია შესახედავად პრემიერ მინისტრი", – მხოლოდ ამით შემოიფარგლნენ ისინი.

პრემიერ -მინისტრის პრესამსახურში ირწმუნებიან, რომ შეხვედრაზე საარჩევნო თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

"კატეგორიულად უარვყოფთ ამ ინფორმაციას. მე არ შეხვედრას ვესწრებოდი თავიდან ბოლომდე, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ
საარჩევნო საკითხებზე იმ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა", - ამბობს პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის უფროსის მოადგილე ნინო წივწივაძე.


შეხვედრა მინდელის სახლეობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა 15 ნოემბერს შედგა, სადაც პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცორიძე, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და ტყიბულის მერიის და საკრებულოს პირველიპირები ესწრებოდნენ.

თავდაპირველად, შეხვედრა ღია ფორმატით დაიწყო, მოგვიანებით კი, ხოლო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა. სწორედ, მაშინ "გასცა დაავალება", პრემიერ–მინისტრმა. ამის გარდა, მხარეებს შორის შეხვედრა მინდელის შახტის დახურული უბნის სამუშაოების განახლებასაც შეეხებო.


ტყიბულელმა მეშახტეებმა აქცია–პროტესტი მიმდინარე წლის ორ ნოემბერს დაიწყეს. მეშახტეებმა პროტესტი იმ პირობით შეწყვიტეს, რომ ისინი პრემიერ მინისტრს შეხვდებოდნენ მათ მოთხოვნას, რომელიც საშემოსავლო გადასახადის განახევრებასა და საპენსიო ასაკის დაწევას შეეხებოდა მოაგვარებდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
17:44 / 02.12.2024
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.