პოლიტიკა
100 დღე არჩევნებიდან - ქუთაისში ენმ-მ თვითმმართველობის მუშაობა შეაჯამა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 100 დღიანი მუშაობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გიგა შუშანიამ შეაფასა. 
ის ამბობს, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებიდან 100 დღეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივმა მთავრობამ არაეფექტურად იმუშავა. 

"ხელფასებისა და ბიუროკრატიის ზრდა და ამის შედეგად ქართული ოცნების ოთხი წლის განმავლობაში ქუთაისელებს თვითმმართველობის შენახვა 1 888 000 ლარით მეტი დაუჯდება, რაც საკმარისი იქნებოდა ოთხი ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად. გაზრდილი ხელფასები – 328 000 ლარი, ოთხ წელიწადში – 1 312 000 ლარი.

საკრებულოში ხელოვნურად შექმნილი სამი ფრაქციის შენახვა – 144 000, ოთხ წელიწადში – 576 000 ლარი დაუჯდება მოსახკლეობას. დეკემბრის თვეში გაეცა 55 000 ლარის პრემია, რაც საკმარისი იქნებოდა, იმ ქუთაისელებისათვის, ვინც გადაუხდელობის გამო უშუქოდ შეხვდა ახალ წელს, კომუნალური ვაუჩერი გადაცემოდათ და 21–ე საუკუნეში ადამიანური პირობები შეგვექმნა", - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლემა, გიგა შუშანიამ.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მათი ფრაქციის ინიციატივები გაახმოვანა, რომელიც საკრებულოს უმრავლესობას შესთავაზეს.

"100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი საშუალო და დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის. მედიკამენტების 50 ლარიანი ვაუჩერი პენსიონერისათვის. 50 000 ლარი ყველა სკოლას, უსაფრთხოების კამერების შესაძენად და სხვა საჭიროებებისთვის; წარმატებული სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა და პარკირების გადასახადის განახევრება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ მან საკრებულოს სხდომების გარეთ უნდა გადაინაცვლოს", - ამბობს გიგა შუშანია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის
ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას
ემიჯნება.
17:25 / 26.11.2024
სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას ემიჯნება.
12:31 / 26.11.2024
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა, ინაუგურაციას კი 29 დეკემბერს გეგმავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.