Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 104 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 334 705-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მაისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.8%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.03%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 603 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 315 254-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 540 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 103,
ქვემო ქართლი - 57, შიდა ქართლი - 40, გურია - 12, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 109, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი -
24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 94 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 724 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 284 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 17 515 პირი, აჭარაში - 1 483, იმერეთში - 1 583.
მასალის გამოყენების პირობები