ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონის კოვიდკლინიკებში 663 ადამიანი მკურნალობს, აქედან მძიმედაა
1853 , ხოლო სუნთქვით აპარატზე 25 პაციენტი იმყოფება.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა
ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252
972-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1
892 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 240
629 -მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16
ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს
ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში
პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები