აქტიური ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა,
პანდემიის პირობებში შეჩერებული ავია და სახმელეთო მიმოსვლის გამო,
ქუთაისში ტურისტები არ არიან.
ქალაქში მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვინც საზღვრების
ჩაკეტვის გამო ქვეყნის დატოვება ვერ მოახერხა. ქალაქში დაკეტილია
კაფეები, რესტორნები. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები
ჩავარდნილ სეზონზე საუბრობენ და ამბობენ, რომ წელს შემოსავალს თითქმის
არ ელოდებიან.
საქართველოში ტურისტული სეზონი, რომელიც
დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ფრენებზე, პირველი ივლისიდან
ამოქმედდება, თუმცა, შეზღუდვა დაწესდება ტურისტებისთვის. ქვეყანაში
შემოსვლის მსურველებს, თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული
ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება
შიდა ტურიზმს, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, შიდა ტურების
განხორციელება 15 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
კორონავირუსის გამო, საქართველოში საერთაშორისო ავია და სახმელეთო
მიმოსვლა 18 მარტიდან აიკრძალა. 22 მაისამდე ქვეყანაში საგანგებო
მდგომარეობა მოქმედებდა.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები