რჩევები
ხერხემლის პათოლოგიები და მათი თავიდან აცილების გზები - ექიმის რჩევები
FaceBook

საქართველოში ათიდან რვა-ცხრა ადამიანს ხერხემლის პათოლოგია აღენიშნება.


ნევროლოგი, შორენა ხეთერელი მას 21-ე საუკუნის დიდ პრობლემას უწოდებს. ახალგაზრდებში, ძირითადად, გვხვდება სქოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება.

 

რა იწვევს მას, რითი ხასიათდება და როგორ დავიცვათ თავი ხერხემლის პათოლოგიებისგან? - ამ და სხვა კითხვებზე "ქუთაისიპოსტს" ესაუბრება  წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრის ნევროლოგი, შორენა ხეთერელი.

ნევროლოგ, შორენა ხეთერელის თქმით, ხერხემლის პათოლოგიების გამომწვევი მიზეზი ბევრნაირია. მათ შორისაა არასწორი ფიზიკური დატვირთა, არასწორი კვება, ჯდომითი სამუშაოები და სხვა.

მისივე თქმით, სკოლის მოსწავლეებს სკოლებში ძალიან მძიმე წონის ჩანთების ტარება უწევთ, რაც დაუშვებელია. ის ამბობს, რომ დასაშვები წონა მოსწავლეებისთვის მაქსიმუმ სამი კილოგრამია, მაშინ როცა დღესდღეობით ჩანთა ხუთ-ექვს კილომდე იწონის.

"მე მაგალითად წიგნებს ვშლი, მაგრამ წიგნებს რომლებსაც სკოლა აძლევს ბავშვებს ვერ დაშლი, რადგან წლის ბოლოს ისინი სკოლას მოვლილ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს. ასე რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე ცოტა ძნელად გადასაწყვეტია. ბავშვებს ზურგის ტკივილი ეწყებათ და ნელ-ნელა სქოლიოზი ვითარდება. თუ სქოლიოზი მესამე-მეოთხე ხარისხისაა, შინაგანი ორგანოები ფუნქციას ვერ ასრულებენ სრულყოფილად.

სიმძიმის აწევისას მისი გადანაწილება უნდა მოხდეს. რევროლოგი მოზრდილებს თითო ხელზე მაქსიმუმ ხუთი კილოგრამი სიმძიმის აწევას ურჩევს.

"ორი კილოც რომ იყოს, უნდა გადანაწილდეს ორივე ხელზე თანაბრად, რათა ხერხემალმა გამრუდება არ დაიწყოს", - აღნიშნავს ექიმი.

რაც შეეხება ჯდომას, შორენა ხეთერელი ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომის მიზანშეუწონლობაზეც საუბრობს.

"თითქოს შეგრძნებაა, რომ ფეხი-ფეხზე გადადებული ისვენებ, მაგრამ ამ დროს წელის კუნთები არათანაბრად იჭიმება და ხერხემალი ადვილად იღლება და დისკოზური პრობლემები ვითარდება", - გვიყვება ნევროლოგი.

ექიმი ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიების თავიდან ასაცილებლად კონკრეტულ რჩევებს გვაძლევს. მისი თქმით, პირველი და აუცილებელი დილის გამახნევებელი ვარჯიშებია. ოღონდ ეს ვარჯიშები ზედმეტი დატვირთვის, შტანგებისა და განტელების, გარეშე უნდა იყოს შესრულებული, რათა ხერხემალზე დიდი დატვირთვა არ მივიღოთ.

ასევე, აუცილებელია ცურვაც, რომლის დროსაც წყალში სხეული უფრო მსუბუქი ხდება, მოძრაობა კი თავისუფალი.

"კარგია, აგრეთვე, აერობიკის ვარჯიშები, ზურჩანთის ტარება, ცალ ხელზე გადასაკიდებელი ჩანთის ნაცვლად. თუ გაკვეთილზე ან კომპიუტერთან გვიწევდეს დიდი ხნით ჯდომა, შესვენებაზე აუცილებელად უნდა ვივარჯიშოთ", - გვირჩევს ექიმი.

ის, ასევე, ორთოპედიულ მატრასების გამოყენებას გვირჩევს. მატრასი ხერხემლის ფიზიოლოგიურ ნადრეკებს უნდა იმეორებდეს, რაც კუნთების რელაქსაციას იწვევს და ხერხემალზე დატვირთვაც ნაკლებია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.