გარდა იმისა, რომ ჟოლო გემრიელი და არომატულია, მას სამკურნალო
თვისებებიც გააჩნია.
სალიცილის მჟავას შემცველობის გამო ის ანთების საწინააღმდეგოდ და
სიცხის დამწევ საშუალებადაც გამოიყენება.
ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს A, PP და B2 ვიტამინებს, რომლებიც კანის
ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე მოქმედებენ.
სპილენძის შემცველობის გამო კი, ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც
დეპრესია აქვს და სტრესულ სიტუაციებში ხშირად ხვდება.
ჟოლო ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით
რკინას შეიცავს, სასარგებლოა ორსულთათვის, რადგან ფოლიუმის მჟავას
შეიცავს.
გარდა ნაყოფისა, სასარგებლობის მოტანა მცენარის ფოთლებსაც შეუძლია.
ჟოლოს ფოთლების ნახშირს შარმდენი თვისება აქვს და თირკმლების მუშაობას
აუმჯობესებს.
მათი ნაყენის ყელში გამოვლენა ანგინის დროს უებარი საშუალებაა, რადგან
შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს.
ჟოლოს ფასი საქართველოში მაღალია. სეზონზე მისი ღირებულება 5–7 ლარს
შეადგენს, ხოლო შემოდგომაზე 12–15 ლარს აღწევს.
ზამთარში ჟოლოს შეძენა მხოლოდ ჩირის ან გაყინული სახითაა
შესაძლებელი.
საქართველოში შემოტანილი ჟოლოს ჯიშებიდან ცნობილია "ნოვა",
"კაროლინა", "პატრიცია"და "ბირიუსინკა". მათი მოსავლიანობა 1 ჰექტარზე
15–25 ტონას აღწევს. ერთი ნერგის სიცოცხლისუნარიანობა კი 10-დან 13
წლამდეა.
ჟოლოს 1 ნერგი 30-35 სმ-ში ირგვება, 1 ჰექტარზე - 4,5 ათასიდან 7 ათას
ნერგამდე. რიგებს შორის დაშორება 2 მეტრამდე უნდა იყოს.
ნერგი ბუჩქივით არ უნდა გაიზარდოს, რამდენიმე განშტოებიდან ყველაზე
ძლიერი უნდა დარჩეს, დანარჩენი ტოტები კი ძირიანად უნდა ჩაიჭრას და
შუალედებში ჩაირგოს. ტოტი სწრაფად ფესვიანდება.
პირველ წელს ნერგი თავისი წარმადობის 35%-ს იძლევა, მეორე წელს -
65%-ს, ხოლო მე-3 წელს სრულ მსხმოიარობაში შედის.
მასალის გამოყენების პირობები