მენინგიტი ტვინის გარსის ანთებაა, რომელიც ზამთრის პერიოდში
მწვავდება. შესაძლებელია ამ დაავადების პროფილაქტიკაც და
მკურნალობაც.
რა იწვევს მას, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ დავიცვათ თავი
საშიში დაავადებისგან? – ამ საკითხებზე ქუთაისიპოსტი გთავაზობთ
ინფექციონისტ–ჰეპატოლოგის, ნანა გონგაძის
რჩევებს.
მას შეიძლება როგორც ვირუსი, ასევე, ბაქტერია იწვევდეს.
ნანა გონგაძის თქმით, ვირუსული მენინგიტების ხშირი შემთხვევები გასულ
წელს ზაფხულში დაფიქსირდა. თუმცა მისგან გარდაცვალების შემთხვევა არ
ყოფილა.
ინფექციონისტ–ჰეპატოლოგი განმარტავს, რომ ინფექცია განსაკუთრებით,
ზამთარში, გვიან შემოდგომასა და ადრეულ გაზაფხულამდე არის აქტიური.
მენინგიტისა და ვირუსული ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია.
მენინგიტის ასაკი, ძირითადად, 3–4 წლიდან 15–18 წლამდე მერყეობს.
"დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ახასიათებს თავის ტკივილი,
გულის რევა, ღებინება და მაღალი ტემპერატურა. ეს სიმპტომები შეიძლება
სხვა დაავადებასაც ქონდეს ამიტომ ექიმის მონაწილოება აუცილებელია და
არ არის აუცილებელი ინფექციონისტი იყოს. ზოგადი პროფილის ექიმსაც
შეუძლია დიაგნოზი დასვას და გამოყოს ჩვეულებრივი ვირუსული
ინფექციისთვის დამახასიათებელი თავის ტკივილი და ტემპერატურა ვირუსული
მენინგიტის დიაგნოზისაგან", –ამბობს ინფექციონისტ–ჰეპატოლოგი, ნანა
გონგაძე.
მენინგიტს იწვევს ბაქტერია მენინგოკოკი, რომელიც შეიძლება უსიმპტომოდ
მიმდინარეობდეს, ან მატარებელი იყოს ადამიანი.
ექიმი ამბობს, რომ არსებობს ბაქტერიული მენინგიტიც, რომელსაც ბაქტერია
მენინგიტიტი იწვევს. მიმდინარეობა არის მსუბუქი, საშუალო, მძიმე და
ელვისებური ფორმის.
"მენინგოკოკით გამოწვეული მენინგიტი მძიმე დაავადებაა, თუმცა
დაავადების სიმძიმე ორგანიზმის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული და
ასევე, მიკრობის დამახასიათებელ თვისებაზე", – ამბობს ნანა
გონგაძე.
მისი თქმით, მენინგიტს იწვევს ბაქტერია მენინგოკოკი, რომელიც შეიძლება
უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ან მატარებელი იყოს ადამიანი. არის
საშუალო სიმძიმით მიმდინარე, მძიმე და უმძიმესი.
ნანა გონგაძის თქმით, ელვისებურ მენინგიტი, ხალხში "მფრინავ
მენინგიტად" წოდებულს, მას მენინგოკოქცემია ჰქვია, რომელიც რამდენიმე
საათში ვითარდება და მძიმდება.
"ეს დაავადება იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურა, რომელიც დამწევებს
არ ექვემდებარება. ტემპერატურული ნიშნული 40–42 გრადუსამდე აღეწვს,
ახასიათებს შემცივნებაც", – განმარტავს ნანა გონგაძე.
"მფრინავ მენინგიტს" ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები ახასიათებს,
მაგალითად: ღებინება, ტავის ტკივილი, კანის ზედაპირზე მალევე
გამოჩნდება სისხლჩაქცევები, რომელიც თავიდან ძალიან პატარა ზომის
არის, მერე გადიდდება. მას ხატოვნად ვარსკვლავიან ღამესაც
ადარებენ.
"არასწორი ფორმის სისხლჩაქცევები იწყება ქვედა კიდურებიდან, არის
დუნდულებზე, ზედა კიდურებზე, სხეულზე და როდესაც ის სახის ნაწილებზე
განვითარდება ეს უკვე მისი მიმდინარეობის სიმძიმის მაჩვენებელია.
თითოეული გამონაყარი უნდა დათვალიერდეს დიდი ყურადღებით და თუ ექიმი
ვერ ერკვევა დაავადების სიზუსტეში ინფექციონისტი უნდა მოიწვიოს", –
ამბობს ინფექციონისტ–ჰეპატოლოგი.
თუ ზომები დროულად არ იქნა მიღებული ხშირ შემთხვევებში ძალიან მძიმედ
მთავრდება. ამიტომ, ნანა გონგაძე ყველას მოუწოდებს ექიმს დროულად
მიმართონ.
მისი თქმით, რისკ–ჯგუფებში შედიან ისინი, ვისაც დახურულ სივრცეში
უწევთ ყოფნა. ასეთებად კი მოსწავლეები, ბაღის აღსაზრდელები და
სტუდენტები მოიაზრებიან.
მენინგოკოკი იმუნიტეტ დაქვეითებულ ადამიანს უვითარდება. ამიტომ, მისი
თავიდან ასაცილებლად, ნანა გონგაძე სრულფასოვანი კვების მნიშვნელობაზე
ამახვილებს ყურადღებას.
"აუცილებელია, ხორცის, ცილოვანი საკვების, ცხიმებისა და ნახშირწყლების
ზომიერად მიღება. ბაქტერია, განსაკუთრებით, დასუსტებულ ორგანიზმთან
შედის კონტაქტში. ხელის დაბანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე,
დაცემინების, დახველების კულტურას. ამ დროს აუცილებლად ცხვირსახოცი
უნდა მივიფაროთ, მისი არქონის შემთხვევაში კი საკუთარი იდაყვი უნდა
გამოვიყენოთ", – განმარტავს ნანა გონგაძე.
ექიმი ყველას სამედიცინო ნიღბებით სიარულს ურჩევს, განსაკუთრებით კი
ორსულებს.
ის ასევე, სკოლებს მოუწოდებს, როგორც კი შეამჩნევენ , ბავშვი
ახველებს, აცემინებს, ან მოთენთილია, ასეთი მოსწავლეები სახლში
გაუშვან.
"გაცდენების გამო, ნუ აიძულებთ ბავშვებს სკოლებში იარონ. გვირჩევნია
ჯანსაღი თაობა აღიზარდოს სულიერადაც და ფიზიკურადაც", – ამბობს
ინფექციონისტ–ჰეპატოლოგი, ნანა გონგაძე.
მასალის გამოყენების პირობები