ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, სხეულზე რუჯის მიღება,
აქტუალური ხდება.
მზის სხივების შედეგად მიღებულ რუჯს, დადებითთან ერთად, უარყოფითი
მხარეები გააჩნია, ამიტომ ექიმ-კოსმეტოლოგები გარუჯვის მსურველებს,
კონკრეტულ რჩევებს აძლევენ.
პირველ რიგში, მათივე რეკომენდაციით, სანამ ბუნებრივი მზის რუჯის
მიღება დაიწყება, სასურველია, კვირაში 2-ჯერ 10 წუთი მომხმარებელი
სოლარიუმში გაირუჯოს.
"ამით ის იღებს სასარგებლო რუჯს და არ მიმდინარეობს კანის დამწვრობა,
ვიდრე პირდაპირი მზის სხივის ფონზე, როდესაც გარუჯვის მოყვარულებს არა
აქვთ დროის შეგრძნება და ხდება კანის დამწვრობა,"- აღნიშნავს
ესთეტიკური ცენტრის "ელიზიუმი" ექიმი-კოსმეტოლოგი, ელისო
ჯიშკარიანი.
ის ასევე, მოსახლეობას აფრთხილებს, 12-დან 2 საათამდე თავი შეიკავონ
ულტრაიისფერი სხივების მიღებისგან, რადგან დღის ამ პერიოდში მზის
სხივები განსაკუთებით მავნებელია. ყველაზე სასარგებლო პერიოდი
რუჯისთვის მზის ამოსვლიდან დილის 11 საათამდე და საღამოს 5 საათის
შემდეგაა.
ექიმი-კოსმეტოლოგი, ასევე მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ რუჯის მიღებამდე,
სასურველია, კანი მომზადებული იყოს დამატენიანებელი საშუალებებით,
მზისგან დამწვრობის თავის არიდების მიზნით.
თითქმის იგივე რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ სოლარიუმში
გარუჯვის მსურველებმა. აუცილებელია პროცედურის მიღების ხანგრძლივობის
დაცვა. სოლარიუმში გადაჭარბებული დროით ყოფნა კანისთვის საზიანოა.
"ვიწყებთ მინიმალური დროიდან, 3-4 წუთიდან სოლარიუმში შესვლას და
შემდეგ, მაქსიმალურად ვზრდით 10 წუთამდე. ესეც დამოკიდებულია
დანადგარის ნათურების სიძლიერეზე," - ამბობს კოსმეტოლოგი, ელისო
ჯიშკარიანი.
3-5 წუთიანი რუჯი სოლარიუმში სასარგებლოა, როგორც კანისთვის, ასევე,
სახსრებისთვისაც, ხოლო საზიანო ხდება იმ შემთხვევაში, როცა
მომხმარებელი სხივების მიღება 100 წუთს აღემატება.
მომხმარებლებს რუჯის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ სხვადასხვა
პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში.
"სასურველია, მომხმარებელს ექიმისგან ჰქონდეს ნებართვა, რომ მისი
ორგანიზმი სრულიად ჯანმრთელია რუჯის მისაღებად. უნდა იყოს შესწავლილი
სხეულზე არსებული ხალები არის თუ არა საშიში, აგრეთვე გამოირიცხოს
ონკოლოგიური დაავადების არსებობა. არაა სასურველი ჰორმონალური
დარღვევის დროს გაურჯვა. ასევე, არაა რეკომენდებული სოლარიუმი
ორსულებისთვის და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის, რადგან
არასწორად მიღებული მზის რუჯი აქვეითებს იმუნიტეტს. დაქვეითებული
იმუნიტეტი კი უამრავ დაავადებას იწვევს," - აღნიშნავს კოსმეტოლოგი,
ელისო ჯიშკარიანი.
ექიმ-კოსმეტოლოგები ნებისმიერი სახის რუჯის მიღებამდე და მის შემდეგ,
მომხმარებლებს კანის აღმდგენი კრემისა და დღეში 2 ლიტრამდე სითხის
მიღებას ურჩევენ, რადგან რუჯი კანის სიმშრალეს იწვევს.
"გარგრის, სტაფილოს წვენები ძალიან სასარგებლოა. კაროტინის
შემცველობის გამო, ის რუჯის გამაძლიერებელია," - ამბობს
ექიმი-კოსმეტოლოგი.
რუჯი საუკეთესოდ ითვლება, თუკი ის დამწვრობის გარეშე მიიღება. ამ
მიზნის მისაღევად კი აუცილებელია ყოველდღე, მაქსიმუმ 1 საათიანი
გარუჯვა, არა ერთიანად, არამედ დღის განმავლობაში 10-15- 20 წუთიანი
ინტერვალით.
კოსმეტოლოგები, ასევე აღნიშნავენ, რომ სანაპიროსთან ახლოს მიღებული
რუჯი სასიამოვნო და სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან ზღვის
სინოტივე კანს ატენიანებს და წყალში ცურვის დროსაც ორგანიზმი რუჯს
გაცილებით კარგად იღებს. თუმცა, ამ დროს ყველაზე დაუცველი ზონებია
მხრები, ცხვირი, მკერდი და ამიტომ ექიმ-კოსმეტოლოგების რჩევით
აუცილებელია ყოველ ნახევარ საათში დამატენიანებელი და დამცავი
საშუალებების გამოყენება.
მასალის გამოყენების პირობები