საქართველოში ჭარბთმიანობის გენეტიკური პრობლება მწვავედ დგას, რის
გამოც პაციენტები ლაზერულ ეპილაციას ხშირად მიმართავენ.
დერმატოლოგ-კოსმეტოლოგები განმარტავენ, რომ ლაზერული ეპილაცია
უსაფრთხოა, თუმცა რისკ-ფაქტორების იგნორირების შემთხვევაში, პაციენტი,
შესაძლოა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
შესაბამისად, სპეციალისტები ლაზერული ეპილაციის პროცედურების
ჩატარებამდე, ექიმის კონსულტაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ.
"ორსულობის პირველ ტრიმესტრში, სიმსივნური პროცესის და უკუჩვენებების
ქონის შემთხვევაში, ლაზერული ეპილაცია დაუშვებელია," - ამბობს კლინიკა
"მედის"ქუთაისის ფილიალის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი მარიამ
სინაურიძე.
მისივე რჩევით, ჰორმონალური დარღვევის დროს, პაციენტებმა ექიმს უნდა
მიმართონ, რადგან ეს უკვე პათოლოგიაა, რომელიც განსაკუთრებით,
გარდატეხის ასაკში იჩენს თავს.
დერმატოლოგ-კოსმეტოლოგები პაციენტებს ლაზერული ეპილაციის პროცედურების
ჩატარების შემდეგ გარკვეულ რჩევებსაც აძლევენ, რომელიც მათ აუცილებლად
უნდა გაითვალისწინონ.
"სანამ ეპილაციას მიმართავენ, კანი არ უნდა იყოს მინიმუმ 2 კვირა
განარუჯი და საპრევენციოდ, ეპილაციის შემდეგაც უნდა მოერიდონ 2-3 დღე
სოლარიუმსა თუ მზის სხივზე ყოფნას. კანზე პრობლემის არსებობის
შემთხვევაში, რეკომენდირებულია მზის დამცავი ფილტრის გამოყენება.
ასევე, ლაზერული ეპილაციის პროცედურის დასრულებიდან უახლოესი 2-3
საათი უნდა თავი უნდა შეიკავონ კანის წყლით დასველებისაგან," - ამბობს
მარიამ სინაურიძე.
დერმატოლოგ-კოსმეტოლოგის რჩევით, ლაზერული ეპილაციიდან 1 საათის
შემდეგ, თუ პაციენტს კანზე სიწითლე აღენიშნა, აუცილებლად უნდა
მიმართოს ექიმს. ასევე, არაა რეკომენდირებული ეპილაციის პროცედურის
დღეს სახის კრემის გამოყენება.
მასალის გამოყენების პირობები