სოფლის მეურნეობა
მოუსავლიანობის მეორე წელი და ღონისძიებები აზიური ფაროსანას დასამარცხებლად
FaceBook

მწერმა, რომელმაც გასული წლის სეზონზე დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია, პრობლემები მოსახლეობას წელსაც შეუქმნა და სიმინდის მოსავლის ნაწილიც დააზარალა.

თუმცა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ზარალის გამომწვევი მიზეზი არა აზიურ ფაროსანა, არამედ მეტეოლოგიური პირობები იყო.

ზარალი დათვლილი ჯერ არ აქვთ, თუმცა დაზარალებული მოსახლეობის თქმით, ზარალი დიდია და ეს მავნებელი მწერის ბრალია, რომლის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ღონისძიებების გატარება, მოსახლოების თქმით, გვიან დაიწყო.
მავნებელი მწერი ყველაზე მეტად გავრცელებულია სამეგრელოში, გურიაში, სამტრედიასა და გალის რაიონში. ის თხილის მოსავლის გარდა სიმინდს, ვაშლს, ვაშლ-ატამას, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკასა და მზესუმზირას აზიანებს. წელს კი თხილთან ერთად სიმინდის მოსავალიც დააზარალა.

რუსუდან შენგელია სამტრედიის სოფელ კულაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მხოლოდ თხილი შეიწამლა და სიმინდის შეწამვლა არ მომხდარა, თუმცა, რუსუდან შენგელიას თქმით, ის არასაკმარისი აღმოჩნდა.

"სიმინდის მოსავალი გაგვიფუჭდა, არაფრად აღარ გვივარგა. შარშან კარგი მოსავალი იყო, შედარება არაა წლევანდელთან", - ამბობს რუსუდან შენგელია.


სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, როსტომ თავაძის თქმით, აზიური ფაროსანას ზარალის წილი სამტრედიაში 5-დან 10 %-მდეა. როსტომ თავაძის თქმით, სამტრედიაში შეწამვლითი სამუშაოები ბოლოს მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ჩატარდა.

"სიმინდის ფართობები ახლა იწამლება. სულ სადღაც 5 000 ჰექტრამდე შეიწამლება სამტრედიაში მთლიანად. მათ შორის, კენრკროვანი მცენარეებიც. ამ მომენტისათვის 4 000 ჰექტარი არის შეწამლული, მასივებიც და კერძო ფართობებიც. პროცესი მიმდინარეობს კიდევ. ფაროსანას არ აქვს კონკრეტული ადგილი. თუ მოედება, ფაქტობრივად, მთელ უბანში იქნება მოდებული. ის ეტანება უშუალოდ იქ, სადაც ნარგავებია, ხილია, ნაყოფია და ა.შ. -", - ამბობს სამტრედიის გამგებლის მოადგილე, როსტომ თავაძე.

სამტრედიიის მუნიციპალიტეტში სიმინდი, დაახლოებით, 5 300 ჰექტარამდეა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარი მისი ფართობი საკუთარი სახსრებით შეუწამლა, ხუთ ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატები გადასცა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი პრეპარატი და ტექნიკა შეისყიდა, რომელიც უსასყიდლოდ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადასცა. შეწამვლითი სამუშაოები კი ადგილობრივ მოსახლეობას უნდა განეხორციელებინა.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია როგორც ქიმიური წამლობა, აგრეთვე მექანიკური მეთოდების გამოყენება.

მოსახლეობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებელი უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. მოზამთრე პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას.

აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო, მავნებელ მწერს წარმოადგენს, რომელიც მასპინძელი მცენარეებით იკვებება. ის პირველად საქართველოში, 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაა.


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილია ცხელი ხაზი. სამეგრელო 16 600, გურია - 16 006, იმერეთი - 16 601. ზარი უფასოა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური - 15 01.

 

ამავე თემაზე:

თხილის მოსავლის 70% დასავლეთ საქართველოში შესაძლოა კვლავ განადგურდეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამტრედიის სოფელ ბაშში მცხოვრები ლიანა ხასაიას მიწის დასამუშავებლად
განსაზღვრულ აგრობარათზე თანხა წელს აღარ დაერიცხა.
14:40 / 22.02.2022
სამტრედიის სოფელ ბაშში მცხოვრები ლიანა ხასაიას მიწის დასამუშავებლად განსაზღვრულ აგრობარათზე თანხა წელს აღარ დაერიცხა.
ფერმერებს, რომლებიც აგრობარათით სარგებლობდნენ,
წელს დამატებითი ქულები აღარ დაერიცხებათ.
11:30 / 19.02.2022
ფერმერებს, რომლებიც აგრობარათით სარგებლობდნენ, წელს დამატებითი ქულები აღარ დაერიცხებათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.