საზოგადოება
მშობელთა ჩართვა და ინფრასტრუქტურული პროექტები - საჯარო სკოლების დირექტორების პრიორიტეტები
FaceBook

2017-2018 სასწავლო წელს საჯარო სკოლების ნაწილობრივ ახალი ინფრასტრუქტურით, განახლებული გეგმებით და პრიორიტეტებით ხვდება.

საჯარო სკოლების დირექტორების მიერ შედგენილი მოკლე თუ გრძელვადიანი სამოქმედო პროგრამა, როგორც მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე მასწავლებელთა სწავლების დონის ამაღლებას და სასკოლო პროცესებში მშობლების ჩართულობას გულისხმობს.


აღნიშნულ ინიციატივებს დადებითად აფასებენ სკოლის მოსწავლეთა მშობლები. მათი თქმით, სკოლაში მათთვის მნიშვნელოვანი სწავლების მაღალი ხარისხის გარდა, სისუფთავე და სამართლიანი გარემოც მნიშვნელოვანი არის. ისინი ასევე ამბობენ, რომ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა სკოლის ეზოშიც, ისეთივე აუცილებელია, როგორც სკოლის შიგნით.


„სკოლაში  მასწავლებლების განათლების დონით, მათი მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულებით და ურთიერთობის ფორმით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მაგრამ არის რიგი საკითხები, ალბათ, რისი გადაწყვეტის უფლებაც სკოლას არ აქვს. მაგალითად, პირველი სასწავლო დღე სკოლამ დაიწყო მოუწესრიგებელი მისასვლელი ეზოთი, მიმოფანტულია სილა, გასაგებია, რომ გარე ფასადის გალესვა მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი პირველ სასწავლო დღემდე გაკეთდეს და მოსწავლეებს კარგი გარემო დახვდეთ",  - ამბობს ლანა ღიბრაძე.



„როდესაც ვსაუბრობთ სკოლაზე პირველი ასოციაცია ჩნდება, რომ უნდა იყოს სწავლის მაღალი დონე რაც, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მინდა სკოლაში იყოს სისუფთავე, უნდა იყოს მოწესრიგებული საპირფარეშო, ბუფეტი", - ამბობს, მანანა ასათიანი.

სკოლებისთვის ყოველ წელს პრიოერიტეტი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა, თუმცა გარდა ამისა, ქუთაისის საჯარო სკოლების ნაწილი მიმდინარე სასწავლო წელს  მშობელთა გააქტიურების, ზოგიც ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით გეგმავს აქტიურ სამუშაობს.


ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით,  მიმდინარე სასწავლო წელს აქტიურ მუშაობას გეგმავს ქუთაისის #10 საჯარო სკოლა, სადაც რემონტი 47 წელია არ ჩატარებულა. სკოლის დირექტორის თქმით, გარდა იმისა, რომ სწავლის ხარისხის გაუმჯობესება მის მთავარი მიზანია, წელს მთავარ გამოწვევად სკოლის სრულ რეაბილიტაციას ასახელებს, რომელიც დემურ გაგუას თქმით, 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.


„წელს სრულად ვარ მობილიზებული იმისთვის, რომ აქ რემონტი ჩატარდეს, უკვე ისეთ მდგომარებაშია სკოლა, რომ ყველაფერს სჭირდება გამოცვლა და გარემონტება. მე მასწავლებლებიც გავაფრთხილე, რომ რემონტის გამო ჩვენ შესაძლოა სხვა სკოლებში მოგვიწიოს გადანაწილება და მინდა ამისთვის ყველა მოსწავლე მზად იყოს. ამ სასწავლო წელს მინდა ეს პრობლემა მოგვარდეს",  - ამბობს #10 საჯარო სკოლის დირექტორი, დემურ გაგუა.


2018 წელს არის დაგეგმილი, ასევე ქუთაისის #33-ე საჯარო სკოლის რემონტიც, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ სრულად დააფინანსებს“. თუმცა, გარდა ინფრასტრუქტურისა, ქუთაისის #33-ე საჯარო სკოლაში აცხადებენ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს მათ რამდენიმე პრიორიტეტი დაისახეს. მათ შორის  იმ მოსწავლეებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებმაც, შესაძლოა, ვერ მოახერხოს კლასიდან კლასში გადასვლა და სასკოლო პროცესებში მშობლების გააქტიურება.


გარდა რეაბილიტაციისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა სკოლაში  მშობლების გააქტიურების კუთხით,  თითოეული სკოლებში ე.წ. დახურული ჯგუფების შექმნაც იგეგმება, სადაც სასწავლო წლის განხილვა და შეჯამება მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებების მიერ მოხდება.

“ჩემი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ვცდილობ ყოველთვის აქტიურად ვიყო ჩართული იქნება ეს შემეცნებითი ექსკურსია თუ ღია გაკვეთილი, ჯერ-ჯერობით ვახერხებ ისე რომ არც სამსახურის საქმე გავაფუჭო და ჩემი შვილებისათვის მნიშვნელოვან მომენტებში აუცილებლად ვიყო მათ გვერდით", - ამბობს ლანა ღიბრაძე.

მშობლების სასწავლო პროცესში მეტი ჩართვისთვის აქტიურ მუშაობას გეგმავენ ქუთაისის #33 საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა მიიჩნევს, რომ  სოციალური ქსელის დახმარებით კომუნიკაცია მშობლებს სკოლასთან უფრო დაახლოვებს.

„შევქმნით დახურულ ჯუფებს სადაც კონკრეტული კლასის ყველა მასწავლებელი , მოსწავლე და მშობელი გაწევრიანდება. აქვე მოხდება სასწავლო დღის განხილვა დადებითი და უარყოფითი აქპექტებით“, - ამბობს მარინა ისკაკოვა.

ასევე, ის ამბობს,  რომ იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც სწავლის სირთულის დაძლევა უჭირთ ყურადღების გააქტიურება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასულ სასწავლო წელს #33 საჯარო სკოლაში 12-მა მოსწავლემ კლასიდან კლასში გადასვლა ვერ შეძლო.

„წელს გადავწყვიტეთ ყურადღება დავუთმოთ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უჭირთა ათვისება. მათ ცალკე ინდივიდუალური გაკვეთილები ჩაუტარდებათ, არა იმიტომ რომ მათ მოახერხონ კლასის დახურვა, არამედ იმისთვის რომ მოსწავლემ მოახერხეოს თემის გაგება, გაცნობიერება და რაც ჩვენი მისიაა, თემის ათვისება და სწავლა",  - განმარტავს ქუთაისის #33-ე საჯარო სკოლის დირქტორი, მარინა ისკაკოვა.


მიმდინარე სასწავლო წელს  სკოლის რეაბილიტაციის პრეოქტის დაწყების იმედი აქვს ქუთაისის #7-ე საჯარო სკოლის დირექტორსაც. ენდი ნემსიწვერიძის თქმით, ამისთვის გარკვეული შემოწმებები უკვე ჩატარდა. სკოლაში აცხადებენ, რომ გარდა კარგი სასწავლო გარემოსა, ის მინისტრის ინიციატივას ეთანხმებიან და მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართვის კუთხით უკვე წლებია მუშაობენ, თუმცა,  #33 საჯარო სკოლისგან განსხვავებით, მშობლებთან ელექტონული ფორმით კომუნიკაცია უშედეგო აღმოჩნდა. სკოლის დირექტორის თქმით, სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფებში მშობლებთან ურთიერთობამ შედეგი ვერ გამოიღო.

ენდი ნემსიწვერიძის თქმით, მისი 16 წლიანი დირექტორად მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე მშობლების სწავლის პროცეში ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს. თუმცა, აღნიშნავს, რომ #7 საჯარო სკოლა მშობლების განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა.

„გვყავს, როგორც აქტიური ასევე, პასიური მშობლები. სკოლა არის ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ამ ქვეყანაზე კონკურენტი არ ჰყავს არსად. ემსახურება მომავლის აღზრდას და მის განათლებას, ამიტომ მშობლების  ხათრიანი, მორიდებული მიდომა არ გამოდგება, ის უნდა იყოს დამკვეთი და მომთხოვნი  სკოლაში, რამდენად ხორციელდება ის დაკვეთა, რომელსაც ახორციელებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო. მშობლების ინერტულობა იწვევს პედაგოგების, შემდეგ დირექტორის,  ხოლო ბოლოს ზოგადად საერთო ინერტულობა იწვევს უძრაობას. აქტიურობა ყოველთვის უწყობს ხელს განვითარებას“ - ამბობს ქუთაისი #7 საჯარო სკოლის დირექტორი, ენდი ნემსიწვერიძე.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.