საზოგადოება
22 თებერვალი - კატებისა და რევოლუციების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.



22 თებრვალი ნაციონალური დღესასწაულების სიმრავლით გამოირჩევა. თუმცა 22-ში ერთი საერთაშორისო დღეც აღინიშნება. 22 თებერვალი კრიმინალური დანაშაულების მსხვერპლთა თანადგომის დღეა.

მაშ ასე, ეგვიპტეში დღეს ერთობის დღეს აღნიშნავენ. ინდოეთში - დედისას, კატარში ემირის ტახტზე აბრძანების თარიღია. მექსიკაში გლოვის დღეს აღნიშნავენ, სანტ ლუსიაში დამოუკიდებლობას ზეიმობენ , აშშ-ში - ვაშინგტონის დაბადების დღეს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა -პრეზიდენტისას. 22 თებერვალი იაპონიაში კატების დღეა. ყირგიზეთში კი მიწის მართვის, გეოდეზიისა და კარტოგრაფთა მუშაკების დღე. როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა ეს კარტოგრაფობა, რადგან გუშინ ბელორუსებიც ზეიმობდნენ აღნიშნულ მუშაკთა დღეს. ამიტომ მარკ -შეიდერის არ იყოს ერთი- ორი კარგი გეოდეზისტ- კარტოგრაფი ყველას უნდა ყავდეს.

გეოდეზიტები ბევრია, სამაგიეროდ საფრანგეთის მეფე კარლ კარლ VIII იყო ერთადერთი. მან 1495 წლის 22 თებერვალს იტალიური ლაშქრობის ფარგლებში ნეაპოლი უბრძოლველად და "მუქთად"ჩაიგდო ხელში, სამაგიეროდ აშშ-ს მოუწია ფულის გადახდა ფლორიდასთვის 1818 წელს. ადამ-ონისის შეთანხმების საფუძველზე ფლორიდა ესპანეთმა აშშ-ს გადასცა. ამაში ამერიკელებმა სულ რაღაც 5 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

1632 წლსი 22 თებერვალს გალილეო გალილეიმ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ნაშრომი "სამყაროს ორი უმთავრესი სისტემის დიალოგი" რამაც დიდი გავლენა მოახდინა ევროპაში ასტრონომიის შემდგომ განვითარებაზე.

22 თებერვალს მნიშვნელოვანი ამბები მოხდა საფრანგეთში:1848 წელს დაიწყო ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია, რომელმაც ივლისის მონარქია დაამხო.
რევოლუციებში საფრანგეთს არ ჩამორჩა მექსიკა და 1913 წლის 22 თებერვალს მოახდინა სახელმწიფო გადატრილება, რომელიც პრეზიდენტის მკვლელობით დასრულდა.

გადატრიალებები განიზრახა პატრიარქმა ნიკონმა და 1653 წელს საეკლესიო რეფორმა განახორციელა , რაც უდიდესი მიღწევით დასრულდა - რეფორმის შედეგად პატრიარქის ტიტულს "უწმინდესი" დაემატა. "

"თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო" ამ ანდაზის ურუგვაული ვერსიით იხელმძღვანელა ურუგვაიმ და 1945 წლის 22 თებერვალს გერმანიასა და იაპონიას ომი გამოუცხადა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
11 და
12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში,
ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.