საზოგადოება
21 თებერვალი - „ანგელოზებისა“ და „ეშმაკების“ დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

21 თებერვალი იუნესკოს მიერ დაფუძნებული მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა.

ასეთ მნიშვნელოვან დღეს ბელორუსები თავიანთ დღესასწაულს უმატებენ, რომლის შინაარსის გასაგებად მარტო მშობლიური ენის ცოდნა არ გვეყოფა. აღმოჩნდა, რომ 21 თებერვალი მიწის მართვისა და კარტოგრაფიულ- გეოდეზიურ მუშაკთა დღეა.

სამაგიეროდ, სრულიად ნათელია რას აღნიშნავენ ამ დღეს საფრანგეთში. 21 თებერვალი მეორე მსოფლიო ომში ფრანგული წინააღმდეგობის არმიის არაფრანგი მონაწილეების ხსოვნისა და პატივგების დღეა.

21 თებერვალს საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმომადგენლებმა გამოიდეს თავი აღმოჩენებზე. ინგლისელმა ქიმიკოსმა ჰემფრი დევიმ ქიმიური ელემენტი ქლორი აღმოაჩინა.

აღმოჩენა გააკეთეს ამერიკელმა ბიოლოგებმაც 1953 წლის 21 თებერვალს ჯეიმს უოტსონმა და ფრენსის კრიკმა დნმ-ს სტრუქტურული მოდელი - ორმაგი სპირალი წარმოადგინეს.

21 თებერვალს სათავე დაედო ახალი სატრანსპორტო საშუალების ამუშავებას - ორთქმავლიან ლოკომოტივს. მისი პირველი და წარმატებული გამოცდა 1804 წელს  განხორციელდა. მაშინ ამ გამოგონებას "ეშმაკის მანქანა " უწოდეს.

მავანი ეშმაკებთან ალიანსს არ გამორიცხავდა კარლ მარქსისა და ფრიდრიჰ ენგელსის შემთხვევაშიც. თუმცა, ამას  მათთვის ხელი არ შეუშალა 1848 წლის 21 თებერვალს "კომუნისტური პარტიის მანიფესტი" გამოექვეყნებინათ.

სამაგიეროდ, 1885 წლის 21 თებერვალს ამერიკაში გაიხსნა სრულიად უეშმაკო ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი.

ამ რქიანი დ ა კუდიანი არსების გარეშე არ ჩაირა შეყვარებული აბესალომისა და ეთერის სიყვარულის ისტორიამაც. თუმცა, ინსპირაციის მშვენიერ წყაროდ იქცა ზაქარია ფალიაშვილისთვის. 1919 წლის 21 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერის" პრემიერა გაიმართა.

21 თებერვალს დაიბადნენ „ეშმაკებიც“ და „ანგელოზებიც“ .

21 თებერვალი ნინა სიმონის, ჩარლზ პალანიკისა და ალან რიკმანის დაბადების დღეა.

21 თებერვალს დაბადებულა ვიტალი ჩურკინი რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაეროში.

ამათგან რომელს მიაკუთნებთ "ეშმაკის" და "ანგელოზის" სტატუსს ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის
თანახმად, მიმდინარე წელს, 2020 წელთან შედარებით, მზის ფოტოელექტრული
სისტემებიდან მიღებული ენერგიის მოხმარება, საქართველოში 5,6-ჯერ არის
მომატებული.
16:42 / 05.04.2025
ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს, 2020 წელთან შედარებით, მზის ფოტოელექტრული სისტემებიდან მიღებული ენერგიის მოხმარება, საქართველოში 5,6-ჯერ არის მომატებული.
საქართველოში 50 000-მდე ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი
ცხოვრობს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 2.23 % შეადგენს.
11:39 / 27.03.2025
საქართველოში 50 000-მდე ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი ცხოვრობს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 2.23 % შეადგენს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.