ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის
თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვზე წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ
ნაციონალური დღესასწაულების მხრივ ვერც 18 თებერვალი გვთავაზობს
ვერაფერს. ამ დღეს არც დამოუკიდებლობა მიუღია არავის და არც სხვა
რაიმე სოციალური აქტივობით გამოუჩენია თავი. ასე რომ ეს დღე
თავისუფალია და ვისაც რა დღეც უნდა იმად შეუძლია დააწესოს. მშვენიერი
შანსია შეხვიდე ისტორიაში.
თუმცა, სანამ ისტორიაში შესულხართ შეგიძლიათ იმათ ამბებს გაეცნოთ,
ვინც ისტორიაში შესვლა უკვე მოახერხა.
პირველ რიგში ნაპოლეონი, რომელმაც 1814 წლის 18 თებრვალს მიწასთან
გაასწორა პოლონელი კრონპრინცის ვილჰელმ პირველის არმია.
ამ დღეს, აღნიშნული ომიდან 50 წლით დაგვიანებით, ჯეფერსონ
დევისის ინაუგურაცია მოხდა. რომელიც ამერიკის კონფედერაციული შტატების
პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, ამერიკის კონფედერაციული შტატები კი
დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუმცა, ეს იდეა ჩავარდა. სამხრეთი
ვერ გამოეყო ჩრდილოეთს. ჯეფერსონ დევისს ისღა დარჩა ეყურებინა თუ
როგორი უნდა იყოს ნამდვილი პრეზიდენტი ანუ აბრაამ ლინკოლნი.
ყურება დაუფასდა ამერიკელ ასტრონავტ კლაიდ ტომბას. ცაში ყურებისთვის
ასტრონავტი 1930 წელს "დაჯილდოვდა", მან მზის სისტემაში ახალი პლანეტა
პლუტონი აღმოაჩინა.
1885 წლის 18 თებერვალს ამერიკელებმა სხვა რამ აღმოაჩინეს - ახალი
წიგნი დახლებზე - მარკ ტვენის "ჰეკლბერი ფინის
თავგადასავალი".
აფრიკის მცხოვრებლებმა 1979 წლის 18 თებერვალს სასაწაული იხილეს -
თოვლი საჰარაში.
განსხვავებით მე-19 და მე-20 საუკუნებიდან 21-ე სხვა რამით გამოირჩა.
18 თებერვალს მომხდარი მოვლენებიდან თითქმის ყევლა ტერორისტულ აქტს
უკავშირდება.
ამიტომ ისტორიაში შესვლის მსურველები ვალდებული არიან იჩქარონ და 18
თებერვალი ჩვენს საუკუნეში პოზიტიური მოვლენით შეიყვანონ.
მასალის გამოყენების პირობები