საზოგადოება
რა სჭირდება ქუთაისს?
FaceBook
ქუთაისის განვითარების, პრიორიტეტული მიმართულებების აღწერა, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესაბამისად უნდა ხდებოდეს.

ამისათვის სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის ურბანისტები, ქალაქგანაშენიანების ექსპერტები, არქიტექტორები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები გარკვეულ საქმიანობებს ახორციელებენ.

ქუთაისის შემდგომი განვითარება ისეთი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გამართულ ფუნქციონირებას, რაც ეკონომიკური მდგრადობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.  ყოველი ინვესტიციის შემოსვლა მით უფრო მაღალბიუჯეტიანი ინვესტიციის, რასაც თავისთავად თან ახლავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადამიანების სტაბილური სამსახურით უზრუნველყოფა, პირდაპირ უნდა განვიხილოთ ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილად. ეს ყველაფერი ბუნებრივია, თავის მხრივ, გულისხმობს ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველყოფას, მის გაუმჯობესებას.

ტურიზმის, კულტურის, დასვენების, სპორტისა და სხვა სფეროების სწრაფი განვითარება, როგორც წესი ეკონომიკაზეა მიბმული. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და განათლების ხელშეწყობა კი ინვესტირების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.

ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი. მაგალითად, ძველი ქუთაისის იერსახის შესახებ ცოდნა. ამასთან დაკავშირებით წყაროთა მონაცემები იმდენად მწირია, რომ ვერცერთი მეცნიერი გადაჭრით ვერ საუბრობს თუ როგორი იყო სინამდვილეში ქუთაისის ისტორიული იერსახე.

იმის მტკიცება, რომ არ უნდა შეიცვალოს არაფერი და დარჩეს ისე როგორც ეს საბჭოთა (და არა გასული საუკუნის დასაწყისის) მესხიერებას შემოჩა, განვითარებისთვის წინააღმდეგობრივი სვლაა. ცხადია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ქალაქს დაუბრუნდეს ცენტრის ფუნქცია, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო.

დღეს ქუთაისის ცენტრს ეს ფუნქცია არ აქვს. აღმაშენებლის მოედანზე ადგილობრივები მხოლოდ იმიტომ თუ მოხვდებიან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ.

საქართველოს ტერიტორიაზე ქუთაისის საკვანძო მდებარეობა მის სოციალურ-ეკონომიკურ და ტერიტორიულ პირობებთან ერთობლიობაში ხელს უწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივას. ამ მხრივ ყველაზე პოზიტიურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ქუთაისის ახალი რეაბილიტირებული აეროპორტის გახსნა. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მეტად მიმზიდველი აღმოჩნდა ევროპელი ტურისტებისათვის. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქუთაისის აეროპორტში რეისებს ასრულებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air. აღნიშნული დაბალბიუჯეტიანი კომპანია ხელსაყრელია, როგორც უცხოელი, ასევე, ქართველი მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ქუთაიში საგრძნობლად იმატა კერძო სასტუმროების რიცხვმა. სამწუხაროდ, ქალაქს ამ დრომდე არ აქვს მაღალი კლასის სასტუმრო, რომელიც მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს.

ქუთაისში და ზოგადად იმერეთის მხარეში ტურისტულ წერტილებში ინფრასტრუქტურის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისტემას გარკვეულ ასპექტებში აკლია კონკურენტუნარიანობა. მაგალითად, ტურ-ოპერატორების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტურისტებს ძირითადი პრეტენზიები კვების სერვისებთან აქვთ. ამ დრომდე ქალაქის ისტორიულ ნაწილში არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტების ისეთი ბრენდები, როგორიც თუნდაც სწრაფი კვების „მაკდოლალდსია“. მართალია ქუთაისში „მაკდოლალსდსით“ სარგებლობა რამდენიმე წელია ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მაგრამ ის არ არის გათვლილი ქალაქის ცენტრზე, ქუთაისში სტუმრად მყოფ ადამიანებზე და ზოგადად უცხოელებზე.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „მაკდონალდსი“ გათვლილია მგზავრებზე, რომლებიც ძირითადად ტრანზიტულად გაივლიან ხოლმე ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. თუმცა უკვე რამდენიმე წელია ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა ავტობანის სახით, რამაც ჭავჭავაძის გამზირს ცენტრალური ავტომაგისტრალის ფუნქცია დაუკარგა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ქუთაიში ჩამოსულ ტურისტს ქალაქის ისტორიულ ნაწილში არა აქვს საშუალება ისარგებლოს მსოფლიო ბრენდის კვების ობიექტით.

ქუთაისის ტურისტული მიმართულების ერთ-ერთი გამოწვევაა ქალაქში განთავსდეს სწაფი კვების მაღალი სტანდარტების ობიექტი. კოპიტნარის აეროპორტში ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ფარული მოთხოვნა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვიზიტორებს სურთ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში „მაკდონალდსის“ ტიპის კაფე-რესტორანი იხილონ.

ჩვენ მხოლოდ უცხოელების კვლევებს ვერ დავეყრდნობით. საინტერესოა რა სურთ ადგილობრივ ვიზიტორებსაც.

იმისათვის, რომ ქალაქმა უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, ქუთაისი შიდა ტურიზმისთვისაც ერთ-ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ადგილია ქვეყნის მაშტაბით. ამას ცხადია ისტორიულად მისი ადგილმდებარეობა და მრავალსაუკუნოვანი წარსული განაპირობებს.

სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის, მათ შორის სწრაფი კვების ობიექტების მოთხოვნას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მიერ გამოცემულ ბროშურებშიც ვკითხულობთ.

დღეს, როცა ქუთაისში ჩასული ქართველი თუ უცხოელი სტუმარი ქვეყნის დასავლეთის ცენტრში ხვდება ადვილად უკავშირდება ყველა რეგიონს, რაც ბუნებრივია ქალაქის ხელისუფლებას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ყოველივე აქედან გამომდინარე პოზიტიურ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ქუთაისის ცენტრში “მაკდონალდსის” მშენებლობის გადაწყვეტილება. მით უფრო იმ ადგილზე, სადაც არ ხდება არანაირი ისტორიული წარსულის ხელყოფა და ქალაქგანაშენიანების კუთხით ტერიტორია კომუნისტური ეპოქის დროიდან დღემდე მიტოვებულად ითვლებოდა.

ისეთი მაღალი დონის ინვესტიცია, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია „მაკდონალდსი“ ახორციელებს (საუბარია 4 მილიონ 800 000 ლარზე) არა მარტო ხელს შეუწყობს ადამიანების დასაქმებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას, ის ბევრად გააუმჯობესებს ქუთაისისათვის საერთაშორისო ტურისტული ბაზრის მოპოვებას.

"მაკდონალდსის" მშენებლობა ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ერთგვარი ბიძგი და წაქეზება იქნება სხვა ინვესტიციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ამ დრომდე თავს იკავებდნენ დედაქალაქს გარეთ ამბიციური პროექტების განხორციელებისაგან.

დათო ლიკლიკაძე

(R)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.