ფოტო
როგორი იქნება ქუთაისში "მაკდონალდსის" ახალი რესტორანი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ობიექტს თბილისში რეგისტრირებული კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" აშენებს.

სამუშაოების ზედამხედველმა ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტა, რომ ამჟამად ტერიტორიის შემოღობვა ხდება, ხოლო რესტორნის მშენებლობა 6 თვეში უნდა დასრულდეს.

"რამდენადაც ვიცი, პროექტს კულტურული მემკვიდრეობა განიხილავს და შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს, თუმცა ეს იქნება უმნიშვნელო და არა რაიმე მასშტაბური," – განმარტა კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენის" წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის ავტოსადგომი და საზაფხულო ტერასა მეორე იარუსზე მოეწყობა, ხოლო ზედა, მესამე იარუსზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი აშენდება.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობა აქციის გამართვას აანონსებს.



ამავე თემაზე:

ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას აპროტესტებენ

გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის უზნეობის გამოვლენა

გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე გვექნება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)

ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.