ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს თეიმურაზ აფხაზავას 60 წლის იუბლიე ქუთაისის ადგლობრივმა თვითმმართველობამ მიულოცა.
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს იუბილე მიულოცეს და აღნიშნეს რომ მნიშვნელოვანია სპორტის წინსვლა ქვეყნისა თუ ქალაქისთვის.
"ჩვენ ასეთ ადამიანებს უნდა ვცეთ პატივი. გვინდოდა მოკრძალებული ღონისძიებებით, რომელიც ამ დღისთვის დავგეგემთ ჩვენი პატივისცემა გამოგვეხატა. ამ დღისთვის 6 თვეა ვემზადებით", - განმარტა შეხვედრაზე ქალაქის მერმა.
მერიის ადმინსიტრაციულ შენობაში შეხვდერის შემდეგ, იუბილართან ერთად თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქის ოლიმპიურ ბაღში გადაინაცვლეს, სადაც მოჭიდავის ვარსკვლავია გახსნილი.
აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით 18:00 საათზე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმფიფო თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საიუბილო ღონისძიებისთვის 2 500 ლარამდე დაიხარჯა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები