საზოგადოება
ქუთაისში ღვინის უსაფრთხოებას საეჭვოდ მიიჩნევენ
FaceBook
ქუთაისში გასაყიდად გამოტანილ ალკოჰოლური სასმელების ხარისხსა  და უსაფრთხოებას საეჭვოდ მიიჩნევენ.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ალკოჰოლური სასმელებისგან მოწამვლის შემთხვევები არც ისე იშვიათია.
"ჯერ კიდევ არ არსებობს კლიენტისთვის გარანტია, რომ ღვინო, რომელსაც იყიდი ჯანმრთელობისთვის არ არის საშიში.
საახალწლოდ ბაზარში ერთ -ერთი "სანდო" გლეხისგან ნაყიდმა ღვინომ მოგვწამლა მთელი ოჯახი,"- ამბობს ქუთაისში მცხოვრები მიშიკო გაბუნია.
ალკოჰოლურ სასმელებზე კონტროლი მიმდინარე წლიდან მკაცრდება.
კონტროლის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ინსპექტირება რესტორნებში, სასადილოებში და ღვინის სარეალიზაციო ყველა ობიექტზე ჩატარდება.
ქუთაისში, ორგვარ ჩამოსასხმელ ღვინოს ნახავთ, გლეხის მიერ, ან ქარხნის მიერ წარმოებულს.
ქუთაისში არსებულ ღვინის მაღაზიებში განმარტავენ, რომ მათ გარანტირებულად კარგი ხარისხის, ქარხნული ჩამოსასხმელი ღვინო აქვთ.
"ჩვენ ხარისხზე პასუხს ვაგებთ, ეს არის დაბეჭდილი, სერტიფიცირებული ღვინო,"- განმარტავენ ქუთაისში არსებულ ღვინის მაღაზიაში.
ჩამოსასხმელი ქართული ღვინის ფასები მაღაზიებში სტანდარტულად 5-6 ლარიდან იწყება.
ქუთაისის ბაზარში  გლეხის მიერ წარმოებულ ათზე მეტ ადგილზე ყიდიან.
ქარხნული წესით დამზადებული ღვინის ფასისგან განსხვავებით, გლეხის მიერ წარმოებული  ღვინის ღირებულება ორი ლარია.
"ჩემი ხელით დაწურულ ღვინოზე თავად ვარ პასუხისმგებელი,"- ამბობს ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრე ვალიკო კოვზირიძე.
ბაზრებში არსებულ ღვინოებზე შემოწმებას, ბაზრის ადმინისტრაცია ახორციელებს. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყოველ დღე ხდება იმ ადამიანების პირადი მონაცემების აღრიცხვა, რომლებსაც ბაზარზე ღვინო შემოაქვს გასაყიდად.
"პასუხისმგებლობის მიზნით, ყოველთვის ხდება აღრიცხვა, ვინ ჰყიდის ღვინოს,"- განმარტავენ ქუთაისის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციაში.
ქუთაისში მცხოვრებლების ნაწილს, არც ისე დადებითი შეხედულება აქვთ რესტორანში შეთავაზებულ ღვინოზე.
ადგილობრივები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, რომ რესტორნის მფლობელები, როგორც წესი, ხარჯების შემცირების მიზნით, ე.წ. გაკეთებულ, იაფფასიან ღვინოზე აკეთებენ აქცენტს.
თუმცა, რესტორნების მფლობელები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში  ირწმუნებიან, რომ მათი ღვინო კარგიცაა და ხარისხიანიც.
რამდენად ხარისხიანი და სანდოა ქუთაისის რესტორნებში, მაღაზიებსა, თუ ბაზრებში არსებული ღვინო, ამას მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი დაადგენს.
სურსათის ეროვნული სააგენტო ალკოჰოლური სასმელების მასშტაბურ შემოწმებას მომხმარებელთა ინტერესების, ასევე, ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისგან დაცვის მიზნით განახორციელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ ინსპექტირება ჩატარდება რესტორნებში, სასადილოებში და ღვინის სარეალიზაციო ობიექტებში.
ღვინის ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდება. ხოლო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, განხორციელდება კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ღონისძიებები.
ანა ჯანაშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.