საზოგადოება
საქართველოში 430 ათასამდე ადამიანი ღატაკია
FaceBook
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ღატაკია,

ანუ 430 ათასამდე ადამიანი. ეკონომისტების ერთ ნაწილს კი სტატისტიკური ინფორმაცია მეტისმეტად დაკნინებულად ეჩვენება. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40% ღარიბია, შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან დრამატულია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური ერთ-ერთი ყველაზე "მაჩანჩალა" დარგია, შესაბამისად, 2014 წლის სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. რაც შეეხება 2013 წლის ოფიციალურ მონაცემებს, შარშანწინ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%, ანუ 430 ათასამდე ადამიანი ღატაკთა კატეგორიაში გადიოდა. ხაზგასასმელია, რომ რამდენიმე წელია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი არ იცვლება. ეს ნიშნავს, რომ სახელისუფლებო ცვლილება, ახალი საინვესტიციო პროექტები, სადღაც ასობით გახსნილი საწარმო მოსახლეობის ცხოვრების დონეს ვერ ცვლის.

ეკონომისტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ სტატისტიკის მონაცემები დაკნინებული და არასწორია. რეალურად, თუკი ამ მაჩვენებელს 2005 წლის მეთოდოლოგიით დავითვლით (მცენარეული და ცხოველური პროდუქტების თანაფარდობა) ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 45% ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. საქართველოში სიღარიბის დათვლის რამდენიმე მეთოდოლოგია არსებობს. როგორც ყოველთვის, ნეგატიური მონაცემების შემცველი კრიტერიუმის დადგენა იმ მეთოდოლოგიის გამოყენებით ხდება, რომელიც ნაკლებად დრამატულ სურათს ხატავს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო არჩვაძის განცხადებით, 2014 წელს სახელმწიფო სუბსიდიებისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსების ხარჯზე სიღარიბის მაჩვენებელი ცოტათი შემცირდება.

"სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ბევრი მიმართულების სუბსიდირებას ახორციელებს. ამასთანავე, განათლების სისტემას აქვს - უფასო სახელმძღვანელოები, სამედიცინო მომსახურების საკმაოდ დიდ წილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს. შესაბამისად, ამ კუთხით მოსახლეობის პირადი ხარჯი იზოგება. შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი 2014 წელს უნდა შემცირდეს", - ამბობს სოსო არჩვაძე.

იხილეთ სრულად
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.