დაცულია თუ
არა გენდერული ბალანსი საქართველოში?
ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა სოციალისტებმა"
პროექტ "ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა" ფარგლებში კვლევა
ჩაატარეს.
საქართველოს ხუთ ქალაქში ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თბილისსა და
თელავში 16-დან 30 წლამდე 1180 ახალგაზრდა გამოკითხა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კვლევის შედეგები იმ
სტრეოტიპებზე მიანიშნებს, რომლებიც ახალგაზრდებშიც ჯერ კიდევ
არსებობს.
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ "ახალგაზრდა სოციალისტების" მიერ ჩატარებული
კვლევის შესახებ მომზადებულ ინფოგრაფიკას.
მასალის გამოყენების პირობები