ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოში არსებული
ნარკოპოლიტიკის საკითხზე დისკუსია მოეწყო.
მასში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს. შეხვედრას ორი მომხსენებლი
ყავდა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის
თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი და ექიმი ნარკოლოგი, ზაზა
აბულაძე.
პირველმა სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის ბაზა მიმოიხილა, მეორემ -
ჯანდაცვის კუთხით სახელმწიფო პროგრამები.
სანტურიანმა გაიხსენა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომელმაც გარკვეული ცვლილებები შეიტანა კანონში, შეამსუბუქა
კონკრეტული მუხლები ნარკოტიკების შენახვა/მოხმარებასთან
დაკავშირებით.
"თუკი ადამიანს აქვს 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, მისთვის
სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება შეუსაბამოა
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე ნაწილთან. ეს იყო
ღირსების შემლახავი სასჯელი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ბევრი
საკითხი დატოვა ღიად", - აღნიშნა სანტურიანმა.
დისკუსიის დროს ითქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით
ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობა ერთმნიშვნელოვნად არის სახელმწიფოს ფუნქცია,
მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი
ღირებულებაა და ადამიანის ღირსების ხელყოფა სხვა რაიმე ლეგიტიმური
მიზნითაც არ შეიძლება გამართლებული იყოს, შესაბამისად საკონსტიუციო
სასმართლო შევიდა მსჯელობაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული სასჯელის
ადეკვატურობასთან დაკავშირებით.
კანონისა და არსებული პრაქტიკის არაადეკვატურობაზე ისაუბრეს
დისკუსიაში მონაწილეებმაც, რომ დასჯა კვლავ პრიორიტეტად რჩება და
ნაკლები ყურადღება ექცევა დახმარება/ რესოციალიზაციას.
"ნივთიერებაზე დამოკიდებული პირის ჩანაცვლებით პროგრამებში ჩართვას
უნდა მოყვეს რეაბილიტაციის სხვა ეტაპები, სხვა შეთავაზებები
სახელმწიფოს მხირდან. სახელმწიფო კი მათ ვერაფერს სთავზობს, ვერც
სამსახურს და სხვა სოციალურ ფუნქციას", - ითქვა შეხვედრაზე.
პარტია "ქართული ოცნების" წარამომადგენლის თქმით, მთელი საქართველოს
მასშტაბით მოქმედებს 11 სარეაბილიტაციო ცენტრი.
"ასევე, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა, რომლის
თანახმად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, სწავლება კერძო
და საჯარო სკოლებში. ნარკოტიკების განმეორებით მომარებასთან
დაკავშირებით სასჯელი გადამეტებულია და რაც შეეხება თვითონ მსუბუქი
ნაროტიკების ლეგალიზების საკითხს, იგი საჭიროებს საზოგადოების ფართო
ფენების, ექსპერტების ჩართვას და განხილვას. კომპლექსური მუშაობაა
საჭირო", - აღნიშნა პარტია" ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს" წარმომადგენელმა, გიორგი მამასახლისმა.
დისკუსიაზე ისაუბრეს ბიუჯეტის ხარჯებზე, რომლებიც ჩანაცვლებით
პროგრამებში იხარჯება, თუმცა იმასაც გაესვა ხაზი, რომ მკურნალობა
გაცილებით იაფი დაუჯდება საელმწიფოს, ვიდრე პერმანენტული
ნარკოტესტირება, დევნა და დასჯა, რასაც დღეს მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები