საზოგადოება
რუსეთი და დასავლეთი ერთი გზით ვერ ივლიან - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
"რუსეთი დაუბრუნდა იმ პოზას, რაც "ცივი ომის" დროს ჰქონდა. ნატოც უნდა დაუბრუნდეს იგივეს".

"საქართველო და ნატო ივლისის სამიტის კონტექსტში" ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს საჯარო დისკუსიის თემა გახდა. შეხვედრა ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

მომხსენებლები ნატოსა და ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორი, ნინო თვალთვაძის, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მკვლევარი, გიორგი ცხადაია გახლდნენ. მათი თქმით,
2016 წლის ვარშავის სამიტი, ნატოს ისტორიაში, "ცივი ომის" შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიტად შეფასდა.

ანალოგოური კვალიფიკაცია მიეცა 2014 წლის უელსის სამიტსაც, რადგან იგი დაემთხვა უკრაინის მოვლენებს და ისლამური სახელმწიფოს გამოჩენას.
თუმცა, როგორც შეხვედრაზე ითქვა, უელსის სამიტზე ბოლომდე ვერ გაიაზრეს თუ რასთან ჰქონდათ საქმე, რადგან მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა, ამიტომ მიღებული გადაწყვეტილებები არასწორი იყო.

მომხსენებლების აზრით, ახლანდელი სამიტი ორ კვირაში გააგრძელებს და დააზუსტებს უელსის სამიტზე დაწყებულ საუბარს.

"რუსეთმა ცივი ომის შემდეგ, საქართველოს თუ არ ჩავთვლით, პირველად გამოაჩინა სისტემური დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ. დასავლეთისთვის ნათელი გახდა, რომ 2008 წლის ომი საქართველოსთან იყო არა ერთი ეპიზოდი, არამედ იმ სისტემური დამოკიდებულების შედეგი, რაც რუსეთს ჰქონდა დასავლეთის მიმართ. რუსეთი და დასავლეთი არიან ანტაგონისტები და ერთი გზით ვერ ივლიან. რუსეთი დაუბრუნდა იმ პოზას, რაც "ცივი ომის" დროს ჰქონდა. ნატოც უნდა დაუბრუნდეს იგივეს", - აღნიშნა გიორგი ცხადაძემ.

მომხსენებლების განმარტებით, ნატო არის ალიანსი, რომელიც "ცივი ომის" შემდეგ დაკავებული იყო კრიზისების მენეჯმენტით, კოლექტიური უსაფრთხოებითა და კოლექტიური თავდაცვით. 2014 წლის შემდეგ ნატომ თავდაცვის პრიორიტეტები გააძლიერა.

"ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც ამდენი ხანი ვამტკიცებდით და დასავლეთი ამას სერიოზულად არ აღიქვამდა, ფაქტებით დადასტურდა. რუსეთი არის რევანშისტულად განწყობილი იმპერია, რომელიც ადრე თუ გვიან მიუტრიალდება ნატოს და გაგრძელდება დაპირისპირება, რაც "ცივი ომის" დროს იყო. ობამას გადატვირთვის პოლიტიკამ არ გაამართლა, რადგან რუსეთის ელიტას აქვს ჩადებული იმპერიის აღდგენის კოდი და ამაზე უარს არ იტყვიან", - აღნიშნა ცხადაიამ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ რუსეთმა გამოავლინა თავისი სახე, რაც კარგია. შეიძლება ამან გააჭიანუროს საქართველოს ნატოში მიღების პროცესია, მაგრამ დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთის შეკავება აუცილებელია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.