"მამათმავლობის ცოდვაზე მსჯელობისას არ ნიშნავს, რომ მამათმავლების
დისკრედიტაციას ვახდენთ".
"რელიგიის მნიშვნელობა და სიყვარულის დეფიციტი" ეს საკითხი იქცა
ლექციის თემად წერეთლის უნივერსიტეტში გმართულ შეხვედრაზე.
მომხსენებელმა იჩხორის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრია
სალიამ რამდენიმე საკითხი გამოყო.
პირველ რიგში, მან სიტყვა "რწმენის" ეტიმოლოგიურ მნიშვნელობაზე
ისაუბრა, განიხილა თუ როგორ განიმარტება ის ბიბლიაში "ძველი აღთქმის"
წიგნებში და "სახარებაში", მიმოიხილა სხვა რელიგიები, ისაუბრა იმაზე
თუ რა მნიშვნელობას დებს ისლამი და იუდაიზმი "რწმენის" ცნებაში.
იჩხორის მონასტრის წინამძღვარი, ასევე, თეიზმისა და ათეიზმის
საკითხებსაც შეეხო.
"მეცნიერებაში მტკიცდება, რომ "ბიბლია" არის უადრესი და უძველესი
წიგნი. ვინც ამას არ ეთანხმება, მან მეცნიერულად უნდა დაამტკიცოს, რომ
"ბიბლია" არის ნაყალბევი და არ შეესაბამება სიმართლეს. მხოლოდ იმის
გამეორება, რომ მას არ წამს და არ ჯერა ამ ტექსტის, ეს საკმარისი არ
არის. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არ ჯერა ამ წიგნის და ამ დროს ის
არ გაცნობია არც ერთ ბიბლიურ თუ საღვთისმეტყველო წიგნს - აქ წყდება
საუბარი. საკუთარი რწმენა -წარმოდგენები შეიძლება საინტერესოა, მაგრამ
არსებობს ეკლესიის გამოცდილება, რასაც უნდა გაეცნო თუკი გვინდა, რომ
ჩვენს ამ საკითხზე შედეგიანად ვიმსჯელოთ," - აღნიშნა მამა ანდრია
სალიამ.
მისი თქმით ადამიანი ღმერთის ძიების პროცესში უნდა იყოს.
"თუ უნდა ადამიანმა ღმერთი ნახოს, პირველ რიგში ის საკუთარ თავში უნდა
აღმოაჩინოს. ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: "ღმერთო, მე თუ ჩემი თავი
ვნახე, ესე იგი შენც დაგინახე", - აღნიშნა მამა ანდრიამ.
მან, ასევე, ისაუბრა ქრისტიანობაზე, როგორც სიყვარულის ენით მოსაუბრე
რელიგიაზე.
"ქრისტინობა იმპერატივებით არ გელაპარაკება, არამედ კონსტრუქციულია.
თუმცა, არის რელიგიები, მაგალითად ისლამი, სადაც იმპერატივის ენა
მოქმედებს," - მამა ანდრიას ამ მოსაზრებამ დარბაზში კამათი გამოიწვია
და რამდენიმე მსმენელმა ისლამის დისკრედიტაციად ჩაუთვალა
მომხსენებელს.
თუმცა, ანდრია სარიამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო დიკრედიტაცია.
"როდესაც ვსაუბრობთ მრუშობის ცოდვაზე ეს არ ნიშნავს, რომ მეძავების
დისკრედიტაცია გვინდა. მამათმავლობის ცოდვაზე მსჯელობისას არ ნიშნავს,
რომ მამათმავლების დისკრედიტაციას ვახდენთ. რომ წაიკითხოთ სურები და
აიები ნახავთ იქ მეოთხე სურის მე -18 აიაში ქალის ქალთან ურთიერთობაზე
არის დაწერილი და ამის შემდეგ რა დისკრედიტაციაზეა საუბარი, იქ უფრო
აღმოაჩენთ. ქრისტიანობისთვის დამახასიათებელი არ არის დისკრედიტაცია,
ქრისტიანობა წარმოაჩენს რეალობას", - მიაჩნია იჩხორის მონასტრის
წინამძღვარს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები