სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი შენობა გასული
საუკუნის 70-იან წლებში აშენდა.
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ
ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ? რა ისტორია
უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი
სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა
ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო
გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია
გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული
ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – კუტაისიპოსტ.გე- ზე ადევნეთ თვალი ჩვენს
რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკი მორიგი შეკითხვა გახლდათ რა ისტორია უკავშირდება
ქუთაისში,მადლიერების სახლის და სოციალური მომსახურების სააგენტოს
ყოფილ შენობას?
(ნახეთ ვიდეო).
###
სოციალური მომსახურების სააგენტოს ე.წ "სობესის" ყოფილი შენობა, სადაც
ამ დროისთვის "მადლიერების სახლი", მერიის სოციალურ საკითხთა
სამსახური და კიდევ სხვა უწყებებია განთავსებული, გასული საუკუნის
70-იან წლებში "საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს"
წარმომადგენელთა ინიციატივით აშენდა.
ქუთაისელები იხსენებენ, რომ აქ, სხვადასხვა პერიოდში "წითელი ჯვრის
საერთაშორისო ორგანიზაციის" ოფისი, სამკერვალო და მცირე სადურგლოები
იყო განთავსებული. მათი ნაწილი დღემდე ფუნქციონირებს.
ხუთსართულიანი შენობის აშენებამდე, ამ ადგილზე კერძო დასახლება იყო,
სადაც ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ.
"კონკრეტულ სახელებს ვერ გეტყვით არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ
ძირითადად, ექიმები ცხოვრობდნენ", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები,
ბიჭიკო ზვიადაძე.
ე.წ "სობესის" შენობის ნაწილი ამჟამად ამორტიზებულია და უფუნქციოდაა
დარჩენილი.
მასალის გამოყენების პირობები