ხელოვნებას
არა აქვს ის ფუნქცია ადამიანი მშვენიერებას აზიაროს, ადამიანი უნდა
ეზიაროს თავის საკუთარ რეალობას, რომელსაც იქ ქმნის
პროექტის "აქტუალური გზავნილი" ფარგლებში ქუთაისში დავით კაკაბაძის
სახელობის გალერეაში საჯარო ლექცია გაიმართა.
იგი ხელოვნებათმცოდნემ თამთა შავგულძემ წაიკითხა. ლექცია ვიდეო არტის,
როგორც მედიუმის არსის განმარტებას დაეთმო.
მანამდე გალერეის სივრცეში ვიდეო ინსტალაცია და კონცეპტუალური ვიდეო
ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ოლეგ
ტიმჩენკოს, როკო ირემაშვილის, სოფო ჩერქეზიშვილის და თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული სხვა
არტისტების ნამუშევრები.
ლექციზე თამთა შავგულიძემ განმარტა ვიდეო არტის, როგორც თანამედროვე
ხელოვნებაში გამოხატვის ფორმის რაობა. რას ისახავს მიზნად და რამდენად
აქტიურად მუშაობენ ქართველი არტისტები ამ
მიმართულებით.
ხელოვნებათმცოდნემ დასავლურ გამოცდილებაზე ისაუბრა და ვიდეო არტის
ერთგვარი ისტორია მიმოიხილა.
„ვიდეო არტს პროტესტის ფუნქცია ქონდა და მიმართული იყო კაპიტალსიტური
საზოგადოების წინააღმდეგ. ვიდეო არტს უნდა გამოეყვანა მომხმარებელი
მომხმარებლის მდგომარეობიდან და გაეყვანა კაპიტალისტური სისტემის
მორჩილებიდან", - აღნიშნა შავგულიძემ.
ლექციაზე ხაზი გაესვა იმ განსხვავებას რაც ქართველ არტისტებს
გააჩნიათ. „დასავლელი არტისტებისგან ქართველებს თემები განასხვავებს
და იგი მიმართულია ტრადიციების, იდენტობის გააზრებისკენ და ა.შ.
“, - განმარტა თამთა შავგულიძემ.
თუმცა მომხსენებლის თქმით ქართველი ხელოვანები სამხატვრო
აკადემიაში ამ მოჯადოებული წრის გარღვევას ცდილობენ.
„ვიდეო არტი ყოველთვის ქმნის ალტერნატიულ ნარატივს ნებისმიერ
შემთხვევაში. ტელევიზია ეს არის იდეოლოგიის ნაწილი, იგივე საშიშროება
შეიძლება ხელოვნებასაც დაემუქროს. მაგრამ, უმტესად ვიდეო არტი
მიმართულია კრიტიკული მესიჯების მოწოდებისკენ.
ხელოვნებას არა აქვს ის
ფუნქცია, ადამია
ნი
მშვენ
იერებას აზიაროს,
ადამიანი უნდა ეზიაროს თავის საკუთარ რეალობას, რომელსაც იქ
ქმნის “,- აღნიშნა შავგულძემ.
"აქტუალური გზავნილი" განხორციელებულია "თანამედროვე ხელოვნების
კლუბის" მიერ. პროექტის იდეის ავტორი და კურატორი ნინო გუჯაბიძეა,
გამოფენა და კატალოგი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროს მიერ.
მასალის გამოყენების პირობები