შექსპირის სონეტების ახალი თარგმანის რედაქტორი კინომცოდნე გოგი
დოლიძეა.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის მე-8 საქალაქო
ფილიალში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას უილიამ შექსპირის სონეტების ახალი თარგმანი
გააცნეს. სონეტების ქართულ ვერსიაზე ორი მთარგმნელი მუშაობდა.
შექსპირის ტექსტი ინგლისურიდან პწკარედულად ქუთაისის შარტავას №6
საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგმა, ქეთევან ნიკოლაძემ თარგმნა, ხოლო
ქართული ვერსიის ავტორი პოეტი, ირმა ქურასბედიანია.
"მართალია, შექსპირის სონეტების რამოდენიმე თარგმანი არსებობს
ქართულად, შესანიშნავი თარგმანები, მაგრამ ჩვენი სურვილი იყო სწორედ
ქალ ავტორებს გვეთარგმნა. "ქალის თვალით დანახული შექსპირი" - ასე
შეიძლება ვუწოდოთ ამ პროექტს", - აღნიშნა ირმა ქურასბედიანმა.
წიგნის რედაქტორი კინომცოდნე გოგი დოლიძეა, რომელიც 47 წლის წინ, რეზო
თაბუკაშვილის თარგმნილი სონეტების გამოცემის რედაქტორიც გახლდათ.
შექსპირის სონეტების ახალი კრებული გამოცემულია მეცნიერ-სპეციალისტთა
და ჟურნალისტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კავშირის "ინტელექტის"
მიერ.
მასალის გამოყენების პირობები