სტუდია გადაღებებს 5 880 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს.
სამი დოკუმენტური ფილმის "ცისფერყანწელების ქალაქის" გადაღებისთვის
ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება თბილისში რეგისტრირებულ "ქედი
სტუდიოსთან" გააფორმა. კომპანია გადაღებებს 5 880 ლარის სანაცვლოდ
შეასრულებს. თითოეული ფილმის ღირებულება 1 940 ლარს შედგენს.
სტუდიის გენერალური დირექტორის განმარტებით, ორგანიზაციას ვიდეო
გადაღებების და ფილმების წარმოების დიდი ხნის გამოცდილება გააჩნია.
ასევე, ყავს პროფსიონალთა გუნდი, რომელიც ხარისხიანად იმუშავებს
მოცემულ მასალაზე.
"გვინდა ლამაზი ფილმი გადავიღოთ და იმაზე მეტი გავაკეთოთ, რაც თუნდაც
სატენდერო დოკუმენტაციაშია მოცემული. ამის შესძლებლობა და რესურსი
ნამდვილად გაგვაჩნია. თანაც ეს თემა ძალიან საინტერესო და ძვირფასია
ჩვენთვის", - აღნიშნა "ქედი სტუდიოს" გენერალურმა დირექტორმა,
ნაზიბროლა მჟავანაძემ.
როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული, პირველი ფილმი ქუთაისის კულტურულ
ცხოვრებაში "ცისფერყანწელების" როლს უნდა ასახავდეს.
მეორე ფილმმა უნდა აჩვენოს პაოლო იაშვილის, როგორც "ცისფერყანწელთა"
იდეის სულისჩამდგმელის, ბიოგრაფია, მისი ურთიერთობა დანარჩენ
ცისფერყანწელებთან, ორდენისა და მწერალთა კავშირის ჩამოყალიბება.
მესამე ფილმი ტიციან ტაბიძის ბიოგრაფიას, გალაკტიონ ტაბიძესთან პოეტის
მეგობრობას და "ცისფერყანწელთა ორდენის" დასასრულს შეეხება.
თითოეული ფილმის ქრონომეტრაჟი 25-35 წუთს უნდა შეადგენდეს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ფილმის სცენარის, რეჟისორის, ასევე
მუსიკის შერჩევა ქუთაისის მერიასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
სამივე მათგანი შემკვეთს მიმდინარე წლის 25 სექტემბერს ჩაბარდება.
მასალის გამოყენების პირობები