საზოგადოება
ბრძოლა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის - ქუთაისიდან აქციებს აანონსებენ
FaceBook
"მოქმედ ნარკოპოლიტიკას უამრავი ადამიანის თავისუფლება, მომავალი და სიცოცხლეც კი ეწირება, ამიტომ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს."

"თეთრი ხმაურის მოძრაობის " წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გამართეს. მათ მიმდინარე წლის 17 ივნისს აქცია /მსვლელობა დააანონსეს, რომელიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. მსვლელობა არაჰუმანური და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელთა განმარტებით, 17 ივნისს აქციის გამართვა ქუთაისელი ლევან აბზიანიძის საქმეს უკავშირდება.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ეს არის ტრაგიკული მაგალითი იმ რეპრესიული პოლიტიკისა, რომელიც სახელმწიფოს ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანების მიმართ აქვს.

ზუსტად ერთი წლის წინ, 17 ივნისს, ლევან აბზიანიძეს ქუთაისის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში სამი აბი შარდმდენი პრეპარატი იძულებით დაალევინეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

"მოქმედ ნარკოპოლიტიკას უამრავი ადამიანის თავისუფლება, მომავალი და სიცოცხლეც კი ეწირება, ამიტომ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს", - აღინიშნა შეხვედრაზე.

"ლევან აბზიანიძის გარდაცვალება ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მკვლელობა", - მიაჩნია "თეთრი ხმაურის" წარმომადგენელ, ბექა წიქარიშვილს.

ბრიფინგზე იმყოფებოდა გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის მეუღლე, მადონა ქიჯია. მისი ინფორმაციით გამოძიება ერთი წელია მიმდინარეობს, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

"სამართალი ვერ ვიპოვეთ, პასუხი არ არის. ამიტომ კი არ ვთხოვ, უკვე მოვითხოვ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ ჩემი მეუღლის საქმე. სხვაც რომ არ დაზარალდეს, სხვას მაინც რომ ავაცილოთ მსგავსი რამ, რაც ჩემს მეუღლეს შეემთხვა", - აღნიშნა მადონა ჯიქიამ.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრებმა ხაზი გაუსვეს აქციის სწორედ არჩევნების წინ ჩატარების აუცილებლობას.

"დღეს თანამდებობაზე მყოფი პირები, წინასაარჩევნოდ, ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას პირდებოდნენ ამომრჩეველს. არჩევნების შემდეგ კი ნარკოტიკების მომხმარებლების დევნამ კიდევ უფრო ფართო მასშტაბი და არაჰუმანური ფორმები შეიძინა. ამიტომ, აქცია არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლითაც ხელისუფალთ მათი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები უნდა შევახსენოთ," - აღნიშნეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრებმა მათ მიზნებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოში არსებული, მომხმარებლის დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო დონეზე ცვლილება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და საზოგადოების ინფორმირება წამალდამოკიდებულების და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.