საზოგადოება
საცხოვრებელი სტუდენტების გარეშე
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი მობინადრეთა მოლოდინშია.

სასწავლებლის თვითმმართველობამ რეგიონში მცხოვრები 30–მდე სტუდენტის ფართებით დაკმაყოფილებისთვის განაცხადების მიღება 2 თვის წინ გამოაცხადა.

ამ დროისთვის უფასო საცხოვრებლით მხოლოდ 12 სტუდენტი დაინტერესდა. კონტინგენტის სრულად შევსებამდე კი, 10 000 ლარად ღირებული პროექტი, ვერ განხორციელდება.

უფასო საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის სტუდენტმა სამი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. რეგიონში ცხოვრების გარდა, აუცილებელია მას სოციალურად დაუცველის სტატუსიც ჰქონდეს.

"გარდა ამისა, სტუდენტის საშუალო სემესტრული ქულა უნდა აღემატებოდეს 70-ს, რასაც 12 დაინტერესეული პირიდან, მხოლოდ რვა აკმაყოფილებს," – განმარტავს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი.

უნივერსიტეტის თვითმმართველობაში განაცხადების დანაკლისს სტუდენტთა მხირდან ნაკლები ინტერესით ხსნიან.

"ინტერესი აღმოჩნდა მინიმალური," – ამბობს გიორგი ოკრიბელაშვილი.

ამ მიზეზის გამო, სტუდენტთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროექტი მეორე ფაზაში გადავიდა. თვითმმართველობამ დახმარებისთვის სასწავლებლის ფაკულტეტებს მიმართა.

"ფაკულეტეტების ხელმძღვანელებს ვთხოვეთ მოგვაწოდოს იმ სტუდენტთა მონაცემები, ვინც აკამყოფილებს მოთხოვნებს. ველოდებით, რომ ისინი დაგვეხმარებიან," – განაცხადა გიორგი ოკრიბელაშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუკი ფაკულტეტების ხელმძღვანელთა დახმარება შედეგს არ გამოიღებს, თვითმმართველობის პრეზიდენტის განმარტებით, პროექტის განხორციელება მომდევნო სემესტრისთვის გადაიდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.