საზოგადოება
სეკულარიზაციის გარეშე ვერ ყალიბდება თანამედროევ სახელმწიფო - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
რელიგიისა და სახელმწიფოს მიმართებები - ამ თემას მიეძღვნა რეგიონალური ვორკშოპი, რომელიც ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

აღნიშნულ თემასთან მიმართებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა გიორგი მაისურაძემ და მამუკა ბერიაშვილმა, ასევე მარიამ ხაზარაძემ მოხსენებები წაიკითხეს.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა მიმოიხილეს სეკულარული სახელმწიფოს ისტორია და გენეოლოგია. გიორგი მაისურაძემ საკუთარ მოხსენებაში ახსნა თუ რატომ არის თანამედროვე სახელმწიფო დაფუძნებული რელიგიისა და სახელმწიფოს, სასულიეროსა და საეროს გამიჯვნაზე. რატომ არ არის შესაძლებელი ძველი წესრიგის პირობებში იმუშაოს თანამედროვე სახელმწიფომ (ძველ წესრიგში იგულისხმება რელიგიური წესრიგი) და რატომ არის აუცილებელი ეს ორი სფერო ერთმანეთიდან გამიჯნული იყოს.

გიორგი მაისურაძემ მიმოიხილა გერმანელი მეცნიერის, ერნს ვოლფგანგ ბიოკენფორდეს კვლევა თანამედროვე სახელმწიფოს წარმოშვებაზე, სადაც აღნიშნა, რომ თანამედროვე სახელმწიფო უშუალოდ არის დაკავშირებული სეკულარიზაციის პროცესთან.

"სეკულარიზაციის გარეშე ვერ ყალიბდება თანამედროევ სახელმწიფო", - აღნიშნა გიორგი მაისურაძემ.

თანამედროვე სახელმწიფოს ეს მოდელი დასავლეთში წარმოიშვა, სათავე აიღო მე-11-12 საუკუნეებში მაშინ, როდესაც აღმოსავლეთში ეკლესია და სახელმწიფო ერთ სხეულს წარმოადგენდა, დასავლეთში კი საეროსა და სასულიერო სივრცის ერთმანეთიდან დაცილების პროცესი მიმდინარეობდა.

"ნაციონალური სახელმწიფო წარმოიშვება სასულიეროსა და საეროს გამიჯვნით. შესაბამისად, სახელმწიფო არსებობს მაშინ, როდესაც ის არის სეკულარულ პრინციპებზე დაფუძნებული," - ითქვა შეხვედრაზე.

ვორკშოპზე, ასევე ისაუბრეს რელიგიიისა და სამართლებრივ სისტემებზე, განიხილეს რამოდენიმე თეზისი, რომლებიც სამართლისა და თავისუფლების ურთიერთმიმართებას ეხებოდა - "სამართალი ქმნის თავისუფლებას იმდენად, რამდენადაც ადგენს საზღვრებს", "რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოში არსებობდეს", - ამ და სხვა მოსაზრებებმა დარბაზში ცხარე დისკუსია გამოიწვია.

ვორკშოპი გაიმართა პროექტ სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა GIPA-ს მიერ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.