საზოგადოება
მოვწყდეთ ჯანდაცვის საბჭოთა სისტემას - "დასავლური ჯანდაცვა" ასოცირების დოკუმენტში
FaceBook

"მნიშვნელოვანია მოვწყდეთ ჯანდაცვის ამ რუსულ საბჭოთა სისტემას და გადავიდეთ ევროპულზე", - აღნიშნავენ ექიმები ქუთაისის კლინიკებიდნ.


საბჭოთა ჯანდაცვის სისტემიდან ბოლომდე მოწყევეტის შესაძლებლობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება იძლევა.
ყოველ შემთხვევაში ამაზეა საუბარი დოკუმენტის მე-15 თავში, სადაც მითითებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონის ამაღლების მნიშვნელობასა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე.

აღნიშნულზე საუბრობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც "თანამშრომლობა ითვალისწინებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, ჯანმრთელობის სექტორის რეფორმის გაგრძელების, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების, ჯანმრთელობის სფეროში მმართველობისა და ჯანდაცვის დაფინანსების სრულყოფის გზით", - აღნიშნავენ სამინისტროში.

სამინისტროში ასევე მიუთითებენ 2013 წელს ამოქმედებულ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაზე და შეგვახსენებენ რომ აღნიშნული პროგრამა "გახდა ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური რისკებისაგან დაცვის უნივერსალური მექანიზმი".
სამინისტროში მნიშვნელოვან მონაპოვრად მიიჩნევენ მთავრობის მიერ 2015 წელს დაწყებულ ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ჩ ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკისა და თანამედროვე სამკურნალო საშუალებებით (სოფოსბუვირი, ჰარვონი, რიბავირინი) უზრუნველყოფას. ამ პროექტის ამუშავება ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით და კომპანია "გილეადის" კეთილი ნებით განხორციელდა.

დასავლეთის მხარდაჭერა სამედიცინო სფეროში ვლინდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების სფეროშიც. "ამ მიზნით, მიმდინარეობს პერინატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს პერინატალური სერვისების შეფასებას, ეფექტური პერინატალური სერვისების პრაქტიკის ხელშეწყობას, სერვისების რეგიონალიზაციის (დონეებად დაყოფა) გეგმის შემუშავებას", - განმარტავს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ნატო ჩხეტიანი.

ექიმები კლინიკებში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას გაიდლაინებისა და პროტოკოლების არსებობაშიც ხედავენ. "ის გაიდლაინები, ის პროტოკოლები რაც დანერგილია საქართველოს წამყვან კლინიკებში ხელს უწყობს ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ გავალდებულებს მივიღოთ ის სტანდარტები რაც ევროპაშია დანერგილი", - აღნიშნავს ექიმი, კარდიოლოგი ზაზა ლომინაძე.
ევროპული სტანდარტების დამკვიდრებასთან ერთად ექიმები მიუთითებენ შესაძლებლობების გაზრდაზე თავად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვისაც.
"ვიზალიბერალიზაცია საშუალებას მოგვცემს მეტი ხშირი ურთიერთობა ვიქონიოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, გაჩნდეს მჭიდრო თანამშრომლობა რომ გავცვალოთ აზრი, გამოცდილება შესაბამისად მივიღოთ მეტი ცოდნა დ ა ინფორმაცია", - ამბობს ექიმი პაატა სირბილაძე.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ევროპულ იდეალებთან და ფასეულობებთან ქვეყნის დაახლოებას. სამინისტროში აკეთებენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში იმ პროექტთა ჩამონათვალს რისი განხორციელებაც იგეგმება ან უკვე მოქმედებაშია მოსული. ჩამონათვალის პრიორიტეტულ მიზნებში მითითებულია ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების გაძლიერება, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა მართვის გაუმჯობესება, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში ახალი სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ახალი ტექნიკით აღჭურვა, მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისთვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი/სარეზიდენტო მზადების დაფინანსება და ა.შ.

თუმცა ამ პროექტთა ჩამონათვალიდან, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ასოცირების ხელსეკრულების ფარგლებში ახორციელებს ან უნდა განახორციელოს პაციენტებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ისინი ჯერჯერობით მხოლოდ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზე საუბრობენ,
თუმცა სამედიცინო სფეროში მომსახურების განსაკუთრებულ გაუმჯობესებას ნაკლებად ხედავენ "ხარისხი ჯერ კიდევ ძალიან დასახვეწია,ექიმების პროფესიონალიზმიც ხშირად ეჭვქვეშ დგება. ხშირად კლინიკის შენობა მოწესიგებულია დ ა აპარატურა თითქოს ბოლო მოდელისაა, თუმცა ეს არ ხდის თავად პერსონალს უფრო მცოდნესა და სანდოს", - აღნიშნავს ქუთაისელი მანანა გაბუნია.

სანდოობა უნდა გაზარდოს ვალდებულებების შესრულებამ. ეს ვალდებულებები ევროასოცირების შეთანხმების XXXI დანართშია ჩამოთვლილი. მნიშვნელოვანი როლი ენიჭებაკანონის დახვეწას. როგორც სამინისტროში განმარტავენ კანონის დახვეწა და დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან ეტაპობრივად მოხდება. იგი შემდეგ სფეროებს შეეხება: თამბაქო; გადამდები დაავადებები; სისხლი; ორგანოები, ქსოვილები, უჯრედები; ფსიქიკური ჯანმრთელობა - ნარკოტიკზე დამოკიდებულება; ალკოჰოლი; კიბო; ტრავმის პრევენცია და უსაფრთხოების ხელშეწყობა. აღნიშნული თემატიკის გარშემო ჩამოთვლილია ევროპარლემენტის, ევროპის საბჭოს, ევროკომიის დირექტივები და რეკომენდაციები, რომლებთა შესრულება უნდა განხორციელდეს კონკრეტულ ვადებში.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.