ქუთაისში, ელექტრობატარეების საწარმოს მშენებლობის საკითხი
დაპირების გაცემიდან ერთი წლის შემდეგაც გაურკვეველია.
ქალაქში ელექტრობატარეების საწარმო იმ ტერიტორიაზე უნდა
მოეწყოს, სადაც
ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა იყო
დაგეგმილი. სწორედ, ასეთი იყო დაპირება, რომელიც 2021 წელს
ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ გასცა.
მინისტრმა, მთავრობის სახელით, მორიგი ცრუ დაპირება მას
შემდეგ გაახმოვანა, რაც ვერ შეძლეს დაანონსებული
ელექტრომობილების ქარხნის გახსნა.
ეს ნაგებობა 2019 წელს
ჩადგეს
საწარმო ავტოქარხნის აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე უნდა
აშენდეს. 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიტოვებული ადგილის
შთაბეჭდილებას ტოვებს. სამწლიანი დაპირებიდან, ადგილზე, სადაც
სხვადასხვა დროს ორი საწაროს გახსნა დაანონსდა,
მთავრობამ 2019 წლიდან დღემდე მხოლოდ რკინის ღობის
და ამ ღობის შიგნით პატარა ნაგებობის ჩადგმა შეძლო.
"24 საათიან რეჟიმში ვიცავთ ტერიტორიას. რასაც ხედავთ ამის
მეტი არც მიმატებია და არც გამოკლებია. როგორც ვიცი,
რამდენიმე დღის წინ მერიიდან და თბილისიდანაც იყვნენ, მაგრამ არ ვიცი
რა მიზნით", - გვითხრა ადგილზე მყოფმა
პირმა.
ქუთაისის მერიაში კი, ამბობენ, რომ ისინი ტერიტორიაზე არ
ყოფილან და ქალაქში დაანონსებული საწარმოს მშენებლობასთან
დაკავშირებულ დეტალებზე თბილისში, ეკონომიკის სამინისტროს უნდა
მივმართოთ.
ამ უკანასკნელი უწყებიდან კი, დაპირების მიუხედავად პასუხი ვერ
მივიღეთ.
ქუთაისში ქარხნის გახსნას ჩინური ავტომწარმოებელი Changan-ი
გეგმავდა. ჩინური კომპანია Changan-ი საქართველოში კომპანია
Aigroup-თან პარტნიორობით შემოვიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით,
Aigroup-ის იურიდიული სახელია შპს “ბიგ სერვისი”.
კომპანია საქართველოში 2005 წელს დარეგისტრირდა, მისი მეწილეები
არიან: დიმიტრი აბდუშელიშვილი - 25%, რუსეთის მოქალაქე ანდრეი პაუკ -
20%, ასევე რუსეთის მოქალაქე თეიუბ კაფაროვ -10%, უზბეკი ასათულა
იკრამოვ - 12.5%, უზბეკი თემურ ალიმოვ - 10%, უზბეკი უმარ ალიმოვ -
10%, უზბეკი რახმათილა იკრამოვ - 12.5%.
გადაიბარებს თუ არა კომპანია ელექტრობატარეების ქარხნის
მშენებლობას, ამის გასარკვევად კომპანიასთან დაკავშირება
მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით.
მთავრობამ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მოწყობა 2019 წელს
დააანონსდა. იმ წელსვე მოხდა ქარხნის მშენებელი კომპანია "ბიგ
სერვისისთვის" მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა.
მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის
განცხადებით, საწარმოს ელექტრომობილების გამოშვება 2020
წლიდან უნდა დაეწყო. ამ დაპირებიდან ორი წლის თავზე კი, ეკონომიკის
მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურავამ
განუხორციელებელ დაპირებაში პანდემია დაადანაშაულა და
განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის გამო მსოფლიოში
ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირდა.
შესაბამისად, ერთი საწარმო მეორეთი ჩაანაცვლეს.
ტერიტორიაზე არშემდგარი სამშენებლო პროცესი
გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ელექტრობატარეების
საწარმომაც ელექტრომობილების ქარხნის ბედი გაიზიაროს.
ამავე თემაზე:
კომპანიას, რომელიც ქუთაისში
ელექტრომობილების ქარხანას აშენებს, მიწა ერთ ლარად
გადაეცა
რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც ელექტრომობილების
ქარხანა უნდა აშენდეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი ქუთაისს
მანქანათმშენებლობის დედაქალაქის სტატუსის დაბრუნებას
ულოცავს
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა
დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები