საზოგადოება
ქუთაისში ავტომობილის მინა ჩატეხეს და ხელჩანთა მოიპარეს
FaceBook
ქუთაისში ავტომობილის გაქურდვის მიზნით, უცნობმა პირებმა ქუჩაში მდგომი ავტომანქანის მინა ჩატეხეს.

შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. მძარცველებმა  ავტომობილის წინა სავარძელზე, არსებული ხელჩანთა მოიპარეს. 

"რადგან მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა კვლავ გამეორდეს, ამიტომ მანქანის მეპატრონეები კარგი იქნება, თუ ხელჩანთებს, ან სხვა რაიმე ნივთებს, არ დატოვებენ ავტომობილში," - ამბობენ ქუთაისში მცხოვრებელები.

ძარცვის მიზნით, ავტომობილის გატეხვის მცდელობის კიდევ ერთ ფაქტზე მიუთითებენ.

როგორც ქუთაისში მცხოვრებლები ამბობენ, ერთი კვირის წინ ავტომობილის გატეხვა ნიკეას ქუჩაზე სცადეს. თუმცა ავტომობილი და ავტომობილის მფლობელიც აღნიშნულ შემთხვევაში ე.წ სიგნალიზაციამ დაიცვა, მძარცველებმა კი მიმალვა მოახერხეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.