ნიკეას ქუჩის
რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციაზე,
რომელსაც მსოფლიო
ბანკი აფინანსებს, 27 მილიონ
ლარამდე დაიხარჯება.
ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან
დაიწყება. ქუჩის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციაზე, რომელსაც
მსოფლიო ბანკი აფინანსებს, 27 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, სამუშაოები
კი ორ ნაწილად განხორციელდება.
ნიკეას ქუჩის პირველი ნაწილის რეკონსტრუქცია ნიკეასა და ჭავჭავაძის
ქუჩების გადაკვეთიდან ნაგავსაყრელამდე, 3 492 მ. სიგრძის გზის
მონაკვეთს მოიცავს. ხოლო მეორე ნაწილი ნიკეას ქუჩაზე არსებული
ნაგავსაყრელიდან ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან
შემაერთებელ 4 093 კ-იან გზას.
პირველი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, მსოფლიო ბანკის მიერ
გამოყოფილი თანხიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 7 549 298
ლარი გამოყო.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნიკეას ქუჩის პირველი ნაწილის
რეკონსტრუქციის ტენდერი 2015 წლის 17 ივლისს გამოაცხადა. ტენდერით
სამი კომპანიამ შპს "ჯავა", "საქმილსადენმშენი" და "ატლას ტექნიკ აე"
დაინტერესდა.
კომპანიამ "ატლას ტექნიკ აე", რომელიც ქართულ-ბერძნული ერთობლივი
საწარმოა, ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი, 6 440 726 ლარი მოითხოვა.
თუმცა, საკვალიფიკაციო დოკუმენტების არასრულყოფილად წარადგენის გამო,
ფირმას ტენდერში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.
ამ მიზეზის გამო, გამაჯვებულად წაყლტუბოში რეგისტრირებული კომპანია
"საქმილსადენმშენი" გამოვლინდა, რომელმაც სამუშაოებში 7 170 088 ლარი
მოითხოვა.
"საქმილსადენმშენი" ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს
განახორციელებს, რომელიც ნიკეასა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან
ნაგავსაყრელამდე გზის მონაკვეთს მოიცავს.
კომპანიის წარმომადგენელი, ავთანდილ ლომთაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში
ირწმუნება, რომ სამუშაოები მიმდინარე თვის 20 რიცხვიდან დაიწყება.
"ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარეობს
დოკუმენტაციის მომზადება. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოებს, თვის
ბოლოდან დავიწყებთ," - განაცხადა ავთანდილ ლომთაძემ.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, პირველი ეტაპის ფარგლებში
გათვალისწინებულია ნიკეას ქუჩაზე 513 მ. სიგრძის სანიაღვრე ქსელის
მოწყობა, გარე განათებებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია და ქუჩის
შუაში, 3 მეტრის სიგანის გამყოფი ზოლის მოწყობა. დასასრულს კი ქუჩის
მოასფალტება.
პროექტით, ასევე, მოხდება ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევის და ამ
შესახვევიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე გამსვლელი, მდინარე რიონის სანაპიროზე
არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციაც.
რაც შეეხება, ნიკეას ქუჩის ბოლოდან შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის
კვანძამდე დარჩენილ გზის მოკავეთს, მისი რეკონსტრუქციას საავტომობილო
გზების დეპარტამენტი განახორციელებს. დეპარტამენტის პრეს-სამსახურის
ცნობით, ტენდერი მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გამოცხადაა და
ჯერჯერობით წინადადებების მიღება არ დასრულებულა. რომელი კომპანიები
დაინტერესდებიან ტენდერით, 18 ნოემბერს გახდება
ცნობილი.
ნიკეას ქუჩის რეკონსტრუქციის მეორე ნაწილის სამუშაოები 18 891 956
ლარადაა შეფასებული.
რეკონსტრუქციის პირველი ნაწილის სამუშაოები 18 თვის განმავლობაში
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები