საზოგადოება
„მეობა“ - ქველმოქმედება თუ ქუთაისის მერიის ფარული საარჩევნო კამპანია
FaceBook
ფონდი ქველმოქმედების სახელით ადგილობრივი თვითმმართველობის 107 თანამშრომელს აერთიანებს.

ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდი "მეობა" დააფუძნეს. ფონდი ქველმოქმედების სახელით ადგილობრივი თვითმმართველობის 107 თანამშრომელს აერთიანებს. საერთო ჯამში, კი ფონდში ამდროისთვის 117 ადამიანია გაწევრიანებული.

საქველმოქმედო ფონდი "მეობა" საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 24 მარტს არის რეგისტრირებული. თავდაპირველად "მეობას" 94 დამფუძნებლი ჰყავდა. თუმცა, ორგანიზაციის დაფუძნებიდან ერთ თვეში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, დამფუძნებლების რაოდენობა 28-მდე შემცირდა. "მეობის" დამფუძნებლები ძირითადად ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის წარმომადგენლები არიან.

"მეობას" ამდრომდე  10-მდე საქველმოქმედო აქცია აქვს ჩატარებული. მაგალითად, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის თანამშრომლებმა ქუთაისის საჯარო სკოლების 77 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს საკანცელარიო ნივთების 20-20 ლარიანი ვაუჩერი გადასცეს. ასევე, "მეობაში" განმარტავენ, რომ თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს 500 ლარი გადაურიცხეს. აღსანიშნავია, რომ "მეობის" მიერ გამართულ საქველმოქმედო აქციებზე ხშირ შემთხვევაში სტუმრის სტატუსით იმყოფებიან ქალაქის მერი და იემერთის გუბერნატორი.

საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება; კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; ქალაქის მასშტაბით სამეცნიერო კონფერენციების და სასკოლო ოლიმპიადების მოწყობა; ქვეყნის მასშტაბით ექსკურსიების მოწყობა; "მეობის" სახელობის სტიპენდიის დაწესება; შეჭირვებული ოჯახებისათვის მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევა - ეს იმ ძირითადი უფლება-მოვალეობებისა და მიზნების ჩამონათვალია, რომელიც "მეობას" წესდების თანახმად აქვს გაწერილი. თუმცა, წესდებაში კონკრეტულად არ არის გაწერილი, თუ რამდენ ადამიანს უნდა გაუწიონ დახმარება და რამდენი საქველმოქმედი აქცია უნდა გაიმართოს თვეში.
ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელი, ნუგზარ ხურციბერიძეა. ორგანიზაციის ოფიციალურ მისამართად ქუთაისში, გოგებაშვილის ქუჩა არის მითითებული. რომელიც ასევე, მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლის სახლია.

"ეს არის ფორმალურად მითითებული. ამ სახლს იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როცა რაიმე გვაქვს დასაწყობი ან სხვა. დანარჩენ შემთხვევაში ფონდის წევრები აქ ვართ, მერიაში", - განმარტავს ნუგზარ ხუციბერიძე.

"მეობაში" განმარტავენ, რომ საქველმოქმედო ფონის შექმნის იდეა მერიის საბინო სამსახურში შეჭირვებული მოქალაქეების ვიზიტებმა უკარნახეს. ხუციბერიძე ამბობს, რომ ქალაქში იმდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, რომ მათი დახმარება მხოლოდ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის წარმომადგენლის სტატუსით შეუძლებელია.

" მერიაში შეზღუდულები ვართ ჩვენი  უფლება-მოვალეობებით, რომელსაც ვერ ვცდებით. როცა მუნიციპალური პროგმრამებში ვერ ერთვებიან მოქალაქეები და უარს ვეუბნებით, მაგრამ ოჯახში როდესაც გავდივართ და საშინელი მდგომარეობაა, ამან ჩაგვაფიქრა და გადავწყვიტეთ, რომ გაგვკეთებინა საქველმოქმედო აქცია, თუნდაც ერთჯერადად", - განმარტავენ "მეობაში".

საქველმოქმედო ფონდის ძირითადი შემოსავალი როგორც "მეობის" დამუძნებლები განმარტავენ, ფონდის თითოეული წევრის ხელფასის ერთი პროცენტია, რომელიც ყოველთვიურად 500-600 ლარს შეადგენს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ფონდში ამ დროისთვის დაახლოებით 1500 ლარამდე არის შესული.
###

არასამთავრობო ორგანიზაციაში "საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველო" ქუთაისის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების გაერთიანებას "მეობის" ირგვლივ და ქველმოქმედების კეთების სურვილში საგანგაშოს ვერ ხედავენ.  ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის იურისტის, ანი სალდაძის შეფასებით, ქუთაისის მერიის თანამშრომლები არ წარმოადგენენ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს.

"შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება კონკრეტული შეზღუდვები. თუმცა, შეზღუდვებთან მიმართებითაც შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა პიროვნებებმა შექმნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზანსაც წარმოადგენს საქველმოქმედო საქმიანობა, რაც სრულად ჯდება კანონმდებლობის მოთხოვნებში და არ წარმოადგენს რაიმე სახის დარღვევას", - განმარტავს სალდაძე.
სამაგიეროდ,  ქველმოქმედების სახელით პოლიტიკურ შეფასებას და საარჩევნო კამპანიის ფარულ ნაწილად აფასებენ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი და ქალაქის საკრებულოს წევრი, სამსონ გუგავა ამბობს, რომ მსგავსი კორორატიული გაერთიანება და "ვითომ ქველმოქმედების სურვილი" საარჩევნო მზადების ნაწილია.

"რასაკვირველია, ეს არის ფარულად საარჩევნო კამპანია. ეს მთავრობაც არის წინა ხელისუფლების სამართალმემკვიდე, შესაბამისად კარგად იციან მსგავსი საარჩევნო კამპანიების წარმოება" - ამბობს სამსონ გუგავა.
ანალოგიურად შეფასებებას აკეთებენ, "თავისუფალი საქართველოს" და "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ადგილობრივი წარმომადგენლები.
ოპონენტი კოლეგების შეფასებით, ქველმოქმედების გაკეთება მსგავსი კორპორატიული გართიანებებისა და საქველმოქმედო ფონდების დაარსების გარეშეც შეუძლიათ.

აღნიშნულ ბრალდებას "მეობის" დამფუძნებლები უარყოფენ და განმარტავენ, რომ:
"ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ რომ "მეობას" პოლიტიკური აგიტაციისთვის ვიყენებთ,  უბრალოდ არ იციან, რა არის ქველმოქმედება", - ამბობს "მეობის" დამფუძნებელი, ვლადიმერ ნაკაშიძე, რომელიც ამავე დროს ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.