საზოგადოება
ევროინტეგრაცია - მოლოდინები ხარისხიან განათლების ხელმისაწვდომობაზე
FaceBook
"უმაღლესი განათლების სფეროში აღებული მთავარი ვალდებულება არის ხარისხის განვითარება, რაც ყველაზე შრომატევადი და ძვირადღირებული საქმეა“.

"ევროპასთან ინტეგრაცი აჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის,პირველ რიგში ასოცირდება სწორედ ხარისხიან განათლებასთან", - მიაჩნია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ლიდერს აკაკი საღინაძეს.
განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხარისხის ამაღლება ეს ის ვალდებულებაა, რომელიც ძირითად ხაზს წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განათლების სეგმენტში. ხელშეკრულება (რომლის სრული სახელწოდებაა "ასოცირებისშესახებშეთანხმებაერთისმხრივ, ევროკავშირსდაევროპისატომურიენერგიისგაერთიანებასდამათწევრსახელმწიფოებსადამეორესმხრივ, საქართველოსშორის") საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან მაქსიმალური დაახლოების პერსპექტივებს აჩენს. ეს დაახლოება ძირითადად მაინც უმაღლეს განათლებას ეხება და უმაღლესი განათლების სწორედ ხარისხის ამაღლებას გულისხმობს.
"უმაღლესი განათლების სფეროში აღებული მთავარი ვალდებულება არის ხარისხის განვითარება, რაც ყველაზე შრომატევადი და ძვირადღირებული საქმეა. ამ სფეროში წარმატება ბევრად არის დამოკიდებული არა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებზე, არამედ დონორების ჩართულობაზეც.განათლების ხარისხის განვითარება ხელს შეუწყობს სტუდენტთა უმთავრესი უფლების - ხარისხიანი განათლების მიღების რეალიზებას. კერძოდ, ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და პროცედურები დაფუძნებული იქნება ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე", - აღნიშნავსევროპულდაევროატლანტიკურსტრუქტურებშიინტეგრაციისსაკითხებშისაქართველოსსახელმწიფომინისტრისაპარატისევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გრძელიშვილი.

ხარისხის ამაღლების აუცილებლობაზე აქცენტირების გარდა ქართველი სტუდენტები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში იმედს გამოთქვამენ გაცვლითი პროგრამების გაზრდაზე. "ვიმედოვნებთ მეტ დაახლოებას და თანამშრომლობას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. თუკი ადრე ამით მაინც ცოტა სარგებლობდა ე.წ. პრივილეგირებულები, ახლა ვფიქრობ, უფრო ბევრსტუდენტს გაეხსნება გზა", - აღნიშნავენ სტუდენტები.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები უფრო შორს მიდიან მოლოდინებში:"ჩვენთვის, ვინც განათლების სფეროში ვმუშაობთ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტია. კიდევ უფრო აახლოებს უნივერსიტეტებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, უფრო მეტ სტუდენტს აძლევს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას. გარდა ამისა, შესაძლებლობა გვეძლევა მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც მოახდენენ ჩვენი სასწავლო პროგრამების რევიზირებას და ა.შ.", - აღნიშნავს ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი დავით გეგეჭკორი.
სტუდენტები ამბობენ, რომ როდესაც ლაპარაკია ევროპულ განათლებაზე, პირველი ასოციაცია, რაც უჩნდებათ, არის ხარისხი, მაღალი სტანდარტი და პროფესიონალად ჩამოყალიბების შესაძლებლობა. "შეიძლება ეს ცოტათი მითია, მაგრამ ჩემთვის ევროპა სწორედ ხარისხთანაა კავშირში", - ამბობს მოსწავლე ბესო ხელაშვილი.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ევროპული განათლების ხარისხიანობა ის საკითხია, რომელიც მითოსთან ნაკლებ კავშირშია და რეალობას წარმოადგენს.
სწორედ ამ რეალური ხარისხის დამკვიდრებაზე მიანიშნებს შეთანხმებაც, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებისა და უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამების გაზრდას.
როგორც " საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისგზამკვლევშია"აღნიშნული: "ხელშეკრულება გულისხმობს პარტნიორი ქვეყნების სტუდენტების მონაწილეობას ერთობლივ სამაგისტრო ხარისხის პროგრამების სრულ ციკლში. შესაბამისად, გაიზრდება ხარისხიანი ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა ქართველი სტუდენტებისთვის ევროპულ სასტიპენდიო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გზით, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში".
ამასთან ერთად,ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში მითითებული და დაკონკრეტებულია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის "უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა" Modernisation Agenda for Higher Education) და ბოლონიის პროცესთან.
სპეციალისტების განმარტებით, "უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგი" გულისხმობს სახელმწიფოების მიერ უმაღლეს განათლებაში სწორედ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ჩართულობის უზრუნველყოფას. უმაღლესი განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას, მობილობისა და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის, ასევე კვლევების განხორციელების ხელშეწყობას და ა.შ. რაც თავის მხრივ გაზრდის საქართველოში მიღებული განათლების სანდოობას.
"განათლების ხარისხის განვითარება და ინტერნაციონალიზაცია (აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა) ხელს შეუწყობს ნდობის ამაღლებას ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ, ასევე, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების და შეფასების სისტემის განვითარებას, რაც თავის მხრივ, არის ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება. ასევე, კვალიფიკაციების სისტემის დახვეწა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ხელს შეუწყობს ბოლონიის პროცესის მთავარი მიზნის მიღწევას: სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის გაუმჯობესება/ზრდას", - განმარტავს ნინო გრძელიშვილი.

xxx

თუმცა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ჯერ არ ამოქმედებულა. აღნიშნული ვალდებულება გაწერილია შეთანხმების XXXII დანართში. სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ერთი სავალდებულო დოკუმენტი -ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოსგადაწყვეტილება საერთო ჩარჩო-კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების გამჭვირვალობის Europass) შესახებ.
როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში განმარტავენ, აღნიშნული საკვალიფიკაციო ჩარჩო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ჯერ კიდევ 2010 წელს №120 ბრძანებით დამტკიცდა. ეს ჩარჩო ეფუძნება ევროკომისიის მიერ რეკომენდებულ ჩარჩოს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესახებ.
თუმცა,ჯერჯერობით, არ მომხდარა ამ დოკუმენტის თვით-სერტიფიცირება, რადგანმისმააღსრულებამ 5 წლის მანძილზე აჩვენა, რომ დოკუმენტი საჭიროებს ცვლილებებს.
მინისტრის აპარატში განმარტავენ, რომ განახლებულ დოკუმენტზე მუშაობა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს. იგი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. შესაბამისად, 2015 წლის ბოლომდე უკვე მზად იქნება განახლებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო.
"განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო იქნება დოკუმენტი, რომელიც აღმწერის მეშვეობით ახდენს საქართველოში არსებული კვალიფიკაციების კლასიფიცირებას დონეების მიხედვით, თანამიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული გზით.
ასოცირების შესახებ შეთანხმების XXXII დანართით გაწერილი გადაწყვეტილება და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების დროს, შესაბამისად, თითოეული საფეხურის პროგრამა, პროგრამის სწავლის შედეგები და მინიჭებული კვალიფიკაციები თავსებადი იქნება ევროკავშირის დირექტივებთან", - აღნიშნავს ნინო გრძელიშვილი.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი2014 წლიდან მუშაობს განათლების ხარისხის ინტერნაციონალიზაციის საკითხზე. 2016 წლიდან დაგეგმილია საბიუჯეტო თანხების გამოყოფა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობისათვის.

ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.