იძულებით გაადადილებული პირებისთვის, ეფექტური საარსებო წყაროების შექმნის მიზნით, ქუთაისში ბიზნესსაინფორმაციო ცენტრი შეიქმნება.
ბიზნესსაინფორმაციო ცენტრი, მიზნად ისახავს დევნილებისა და სოციალურად დაუცველი პირებისათვის ბიზნეს - შესაძლებობების განვითარების ხელშეწყობას.
კერძოდ, საუბარია, რომ ქუთაისში, იძულებით გადააგილებულ პირებს ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების მიზნით, კონსულტაციებს გაუწევენ.
გარდა ამისა, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ბიზნესიდეა განახორციელონ და ამისთვის 500- დან 4000 ევრომდე ღირებულების გრანტი აიღონ.
დევნილებს ბიზნესკონსულტაციებს ქუთაისში, ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი გაუწევს, სადაც დევნილებისთვის ბიზნესცენტრი იმუშავებს.
ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმზვანელი ლიკა კილაძე განმარტავს, რომ პროექტში ქუთაისიდან 160 ბენეფიციარი იქნება ჩართული.
"მთავარია ბენეფიციარების მიზანმიმართული კონსულტაციები, რის ფონზეც მოხდება მათი ბიზნესიდეის სწორი იდენტიფიცირება და შემდომ ამ ბიზნეს იდეის განხორციელება, სწორედ ეს არის პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი,"- ამბობს კილაძე.
ქუთაისში ბიზნესცენტრის მოწყობა, საქველმოქმედო - ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთის" პროექტის "დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე" ხორციელდება.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" - ს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გვალიას თქმით, პროექტის ბენეფიციარები გაივლიან სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და კონსულტაციებს ბიზნესწარმოების საკითხებში. ხოლო გრანტის ასაღებად, მთავარი კრიტერიუმი საინტერესო ბიზნესგეგმა იქნება.
პროექტი "დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ 200 000 ევროა. ხოლო სხვადასხვა ქალაქში თითოეული ბიზნესსაინფორმაციო ცენტრის ბიუჯეტი 10 000 ევროს შეადგენს.
პროექტი "დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე" ქუთაისის გარდა ზუგდდში, წყალტუბოსა და ფონში გაიხსნება.
პროექტი მომდევნო 14 თვის განმავლობაში განხორციელდება.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები