საზოგადოება
ქუთაისში 766 ოჯახს ფულადი შემწეობის მიღება შეუჩერეს
FaceBook
ბენეფიციარი ვალდებულია დეკლარაციაში მიუთითოს თუ რა მასალისგანაა იატაკი.


ქუთაისში 766 სოციალურად დაუცველ ოჯახს ფულადი  დახმარების მიღება მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით შეჩერებული აქვს. ქუთაისში, სოციალური მომსახურების ბაზაში რეგისტრირებული 16 900 ოჯახიდან, ამ დროისთვის ფულად დახმარებას 3 472 ოჯახი იღებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში განმარტავენ, რომ ფულადი დახმარების შეჩერების მიზეზი ბენეფიციარების ყოველთვიური შემოწმება გახდა.

ცენტრის უფროსი, ნინი ჭიღლაძე განმარტავს, რომ ბენეფიციარების ყოველთვიური შემოწმება დინამიური პროცესია და ამაში საგანგაშო არაფერია. ჭიღლაძე განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სოციალური მომსახურების სააგენტო შეფასების ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა.

"ვიდრე შეჩერდება დახამრება, მანამდე დეკლარაცია ივსება", - ამბობს ნინო ჭიღლაძე.

დახმარების შეჩერების შემდეგ, სარეიტინგო ქულის თავიდან მინიჭებას ერთი თვე სჭირდება, ხოლო ქულების მინიჭებიდან თანხის დანიშვნამდე 30 კალდენდარული დღეა საჭირო.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ცვლილებებია სარეიტინგო ქულების მინიჭების კრიტერიუმებთან დაკავშირებით. მაგალითად, ადრე თუკი ტექნიკას ექცეოდა ყურადღება, ცვლილების თანახმად, ამის აღნიშვნა დეკლარაციაში უკვე აღარ ხდება. სამაგიეროდ, ბენეფიციარი ვალდებულია, დეკლარაციაში მიუთითოს, თუ რა მასალისგანაა იატაკი. ასევე, რა მოცულობისაა საცხოვრებელი ფართი და რამდენი შეადგინა ბოლო 12 თვის განმავლობაში გადახდილმა კომუნალურმა გადასახადებმა.

კომუნალურებში გადახდილი მეტი თანხის მოცულობა რამდენად დადებითად ან უარყოფითად აისახება სარეიტინგო ქულების მინიჭებაზე, ამაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში პასუხი არ აქვთ. ისევე როგორც, პასუხი არ აქვთ, იატაკის რა მასალა იქნება განსაზღვრავს საარსებო შემწეობის მიმღება-არმიღებას.

ფუალადი დახმარება ბენეფიციარებს ქულების მიხედვით ენიჭებათ. სხვადასხვა სარეიტინგო ქულა სხვადასხვა ფულად დახმარებას ითვალისწინებს. კერძოდ, 30 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახი, თითოეულ წევრზე ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებს, 30 000-დან 57 000-მდე ქულის მქონე ოჯახი 50 ლარს და თითო ბავშზე დამატებით 10 ლარს. 57000-დან 60 000-მდე ქულა ოჯახის თითოუელ წევრზე 40 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, ასვე დამატებით 10 ლარია გათვალისწუნებული ბავშვზე, 60 000-დან 65 000 ქულის მქონე ოჯახისთვის თითოეულ წევრზე გამოყოფილი თანხა 30 ლარს და  თითო ბავშვზე ათს ლარს შეადგენს.

იმერეთის  რეგიონში, ამ დროის მონაცმებით, სოციალური მომსახურების ბაზაში დარეგისტრირებულია  94 000 ოჯახი, ხოლო ფულადი დახმარების მიმღები მხოლოდ 22 400 ოჯახია. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.