განცხადებები
არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ
FaceBook
17 მაისთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. „ქქუთაისიპოსტი“ ტექსტს სრულად გთავაზობთ.
„17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლგბტ ადამიანებს 2012 და 2013 წლებში არ მიეცათ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, 2014 წელს კი მაღალი რისკების გამო მათ არ ჩაატარეს საჯარო აქტივობა.
2012 წლის 17 მაისის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს:
"სხვადასხვა სექსუალური უმცირესობის ფუნდამენტურ უფლებათა შესახებ კამპანიის წარმოებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, კონვენცია გამოხატვის საჯარო ფორმებს იცავს, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას".
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტივისტებს გვსურს, 2015 წლის 17 მაისს, ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ჩვენი მიზანია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვნების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გვსურს, საზოგადოებასა და ხელისუფლებას 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გავაცნოთ.
წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია. ასევე, მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს ის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი აქტივობის ორგანიზებასთან.
იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
რეგისტრაციის ფორმის შევსებით, სოლიდარობის გამოხატვა ყველას შეუძლია. გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
იდენტობა (Identoba)
ინტეგრაცია -ევროატლანტიკური არჩევანი
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
კონსტიტუციის 42 მუხლი (Article 42)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
მრავალეროვანი საქართველო (PMMG)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთასორისო საზოგადოება(ISFED)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია(GASW)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო(OSGF)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას დასახმარებლად თანხას
აგროვებენ.
21:26 / 04.05.2020
აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას დასახმარებლად თანხას აგროვებენ.
ვეძებთ ძიძას ქუთაისში.
11:14 / 08.03.2020
ვეძებთ ძიძას ქუთაისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.