აფხაზეთიდან დევნილმა, 26 წლის ენიკი კაკავამ, 7 თვის წინ ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად სხეულის მრავლობითი მძიმე დაზიანება მიიღო.
თავის ტვინის დაჟეჟილობა მრავლობითი ჰემატომით, ფილტვების დაჟეჟილობა
და ორმხრივი ჰემოთორაქსი (გახევა), გულ-მკერდის ნეკნების მრავლობითი
მოტეხილობა, ბეჭისა და ლავიწის ძვლის მოტეხილობა, მენჯ-ბარძაყის
მოტეხილობა ცდომით, ხერხემლის მე-4-ე მალის და სასახსრე მორჩების
მოტეხილობა ორმხრივ გულ-მკერდის დონეზე, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა და
მიელოპათია მე-2 დან მე-8 მალის დონემდე, შედეგად გულ-მკერდს ქვემოთ
პარალიზებულია (მოწყვეტილია), მოშლილი აქვს შარდვა და დეფეკაცია.
ენიკი ერთი თვის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა. ის კომატოზურ
მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.
"ამჟამადაც აქვს სერიოზული გართულებები, არის მწოლიარე მდგომარეობაში.
ეტლში ჩაჯდომასაც ვერ ახერხებს, ესაჭიროება ხერხემალზე ოპერაცია,
ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ხანგრძლივი რეაბილიტაცია და
მკურნალობა საზღვარგარეთ, რომლის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ენიკის", - ამბობენ
ახლობლები.
,,ლიბერთი ბანკი” ა/ნ
GE37LB0711104146076040 მიმღები ენიკი კაკავა.
,,საქართველოს ბანკი“ ა/ნ
GE38BG0000000762327200 მიმღები ენიკი კაკავა.
,,თი ბი სი ბანკი“ ა/ნ
GE07TB7202745061100031 მიმღები ენიკი კაკავა.
მასალის გამოყენების პირობები