იმერეთის რეგიონალური საინფორმაციო პორტალი „ქუთაისიპოსტი“ (ააიპ
“თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრი“) აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო
აგენტების პოზიციებზე.
- სამუშაო ადგილი: ორგანიზაცია ეძებს კანდიდატებს ქუთაისის
ოფისისათვის
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სარეკლამო აგნეტის ფუნქცია/მოვალეობები: ადგილობრივ ბიზნეს
წარმომადგენლებთან დაკავშირება და ‘ქუთაისიპოსტის’
სარეკლამო/სასპონსორო პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა (იხილეთ
სამუშაოს დეტალური აღწერა)
- ხელფასი: სარეკლამო აგენტების ანაზღაურება განისაზღვრება მოზიდული
რეკლამის ღირებულების 20%-ით (საწყის ეტაპზე).
ძირითადი მოთხოვნები:
- ასაკი: 17 წელს ზევით (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
- საშუალო განათლება (აუციელებელი), უმაღლესი განათლება
(სასურველი)
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა (აუცილებელი)
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე
(არააუცილებელი)
აპლიკაციების მიღების დაწყების თარიღი: 01/02/2017
დასრულების თარიღი: 14/02/2017
აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
;
შენიშვნა: წერილის სათაური აუცილებლად უნდა შეიცავდეს
დამსაქმებელი ორგანიზაციის სახელს (მაგალითად, ელ. წერილის სათაური:
სარეკლამო აგენტის ვაკანსია - ქუთაისიპოსტი)
აპლიკანტების შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:
- 1-ელი ეტაპი: 15 თებერვალს შეირჩევიან სასურველი კანდიდატები
(მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა);
- მე-2 ეტაპი: 16-17 თებერვალს ჩატარდება ინტერვიუ/გასაუბრება
წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.
- შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი გაყიდვის პროცესის
ყოველდღიურ წარმართვაში.
ჩვენი ორგანზიაციის წარმომადგენელი შერჩეულ აპლიკანტებს
დაუკავშირდება არაუგვიანეს 16 თებერვლისა (16/02/2017)
სარეკლამო აგენტის სამუშაოს დეტალური აღწერა:
- სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო
დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.
- მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო
დამკვეთებს.
- წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ყოველდღიურად
უკავშირდება პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს,
აცნობს და სთავაზობს მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების
ჩამონათვალი, ფასი, პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)
- ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს
თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.
- ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას
(მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის
დასასრულს.
- წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და
შესაბამისად აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას.
- სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის
განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა,
ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და
ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო
მონაცემებს.
- უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით
(კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)
- იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება,
ფასი, დასდათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.
- აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების
შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა
ოპტიმალური მომსახურება/ფასის შეთავაზების გზით.
მასალის გამოყენების პირობები