განცხადებები
ჩვენი დროის გამორჩეული ექიმია – პაციენტის ემოციური წერილი
FaceBook
24 დეკემბერს მედიცინის მუშაკთა დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში მცხოვრები იზოლდა რუსაძე, ექიმ–ენდოკრინოლოგს, ტატიანა გიორგაძეს მადლობის წერილით მიმართავს.

ქუთაისიპოსტი ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

"ისტორია იცნობს უამრავ ექიმს, რომლებიც მთელი სულითა და გულით ზრუნავენ ადამიანთა ჯამრთელობაზე. მათი გამოჩენა ავადმყოფის საწოლთან დიდი იმედი იყო არა მარტო დაავადებული ადამიანების, არამედ მათი პატრონებისთვისაც. ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები არა მხოლოდ მკურნალობდნენ, არამედ თავიანთი ჯადოსნური სიტყვითაც ამხნევებდნენ, უტოვებდნენ სითბოსა და გამოკეთების განწყობას და ამქვეყნად აბრუნებდნენ სასკვდილოდ განწირულ ადამიანებს. ამათანავე, ხშირად ქველმოქმედებიც იყვნენ და თავინთ საქმიანობაში გასამრჯელოსაც არ იღებდნენ, პირიქით, როცა ატყობდნენ, რომ სამკურნალო პირის ოჯახი ვერ შეძლებდა წამლების შეძენას, ამითაც უზრუნველყოფდნენ. ლეგენდებად დადის ამგვარი მედიკოსების სასახელო საქმეები.

თუ თვალს გადავავლებთ XX საუკუნის 20–30–იან წლებსა და მომდევნო ხანას, ბევრ ისეთ მკურნალს აღმოვაჩენთ, რომელთა კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობა მისაბაძია დღევანდელი ექიმებისათვის. მათ სპეციალურად ჰქონდათ გამოყოფილი დრო, რომ თავიანთ ოჯახებში უსასყიდლოდ მიეღოთ ტკივილისაგან შეწუხებული ადამიანები და ემკურნალათ მათთვის. ამ საქმიანობის გასაცნობად ისინი არ სჯერდებოდნენ სახლის კარებზე გაკრულ აბერებს და იმ პერიოდის გაზეთებში აქვეყნებდნენ განცხადებებს, რომ კვირაში ორი სამი დღის განმავლობაში ( მითითებული ჰქონდათ დღე და საათი) მკურნალობდნენ უფასოდ.

უფროსი თაობის მომბაძველი ერთ–ერთი ასეთი გამორჩეული პიროვნება, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, მუდამ ახლის ძიებაში მყოფი და ადამიანის ჯანმრთელობაზე მზრუნველი გახლავთ ქუთაისის ენდოკრინოლოგიური დისპანსერის მედიკოსი, ტატიანა გიორგაძე. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ქ.ნ ტატიანას კაბინეტთან მუდამ ხალხმრავლობაა. მან თავისი პროფესიული ცოდნით, გულისხმიერებითა და პროფესიული დამოკიდებულებით, იმერეთის მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმასახურა. იგი თავის პროფესიულ ოსტატობასთან ერთად, გამორჩეულია მოქალაქეობით, დიდი ჰუმანიზმითა და საქმისადმი უანგარო თავდადებით. მისი კარგი ადამიანობის, ასეთივე მკურნალის ერთ–ერთ მაგალითად შეიძლება დავიმოწმოთ ის, რომ ათი წლის განმავლობაში ბინაზე, მას შემდეგ რაც ჯანგატეხილ ადამიანს აღარ შეეძლო მასთან სამკურნალო დაწესებულებაში სიარული, არამარტო მედიკამენტოზური, არამედ ფსიქოთერაპიის ყველაზე მძლავრი იარაღით – სიტყვითაც წამლობდა უქეიფოდ მყოფს, რომელთანაც საკუთარი ტრანსპორტით ყოველგვარ ამინდში, ყოველგვარი ეკონომიკური დაინტერესების გარეშე, თავისივე კეთილი ნებით, ყოველ კვირაში დადიოდა, უსინჯავდა წნევას, შაქრის რაოდენობას სისხლში, აძლევდა მითითებებს, უნიშნავდა ინსულინის დოზას და უტოვებდა სიყვარულს, დიდ სითბოსა და იმედს. ამასაც არ სჯერდებოდა და ხშირად, ახალგამოსული სამკურნალო წამლები და ნემსებიც მიჰქონდა. უფრო მეტიც, არ ავიწყდებოდა პაციენტის დაბადების დღის, სხვადასხვა დღესასწაულის, მათ შორის, ახალი წლისა და ქალთა დღეების აღნიშვნა. ამით დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ლოგინად ჩავარდნილ ქალბატონს, უნარჩუნებდა სიცოცხლის სიყვარულის განწყობას და შემდგომი დღეების გახანგრძლივების სურვილს. დაუძლურებულიც მოუთმენლად მოელოდა მომდევნო შაბათის გათენებას, რომ კვლავაც ამქვეყნად ყოფნის ბედნიერება და სიამოვნება ეგრძნო.

ცოტა არ არის ათი წელი. ყოველი კვირის შაბათი... დიდი ოჯახის დიასახლისი, შვილების დედა და შვილიშვილების ბებია, თავისი თავისუფალი დროის (თუ ეს მას გააჩნდა) გარკვეულ მონაკვეთს ავადმყოფისათვის უნაგროდ გამოყოფდა. არც დარეკვა და თხოვნა ესაჭიროებოდა, არც – მოყვანა და წაყვანა... ის მოდიოდა დაუზარებლად და დაუმადლებლად. მან კარგად იცოდა თავისი, როგორც პასუხისმგებლობით სავსე მკურნალის უფლებამოვალეობანი. სწორედ, ასეთი საქციელი ქმნის ავტორიტეტს და მიმაჩნია, რომ ამ კუთხით ქალბატონი ტატიანა ჩვენი დროის გამორჩეული ექიმია. ჩემი შეხედულებით, ის "იმედის" გმირია. მისი საქმინაობა მით უფრო მისაბაძია, რამდენადაც ჯანმრთელობის სისტემაში დღეს მედიკოსები ასეთი საქმიანობით იშვითობას წარმოადგენენ. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ქალბატონი ტატიანას მსგავსები ქუთაისში კიდევ იქნებიან.

ბუნების კანონს წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგა, ყველაფერი დამთავრდა. დრო გავიდა საკმარისზე მეტი. შეიძლება, ეს საქმე თანდათან გაფერმკრთალდეს, ძალა დაკარგოს ან საერთოდ ამოიშალოს ჩვენი მეხსიერებიდან, მაგრამ "მკურალი ხანი" არათუ დავიწყების ბინდით მოსავს, არამედ უფრო გვიძლიერებს პატივისცემას ენდოკრინოლოგისას, რომელიც საკუთარი მშობელივით მოინახულებდა წლების მანძილზე საწოლზე მიჯაჭვულს და არა მარტო პროფესიით ემსახურებოდა, რამედ ადამიანობითაც სიცოცხლეს ულამაზებდა.

დღეს ჩვენ მორალურ და ამასთანავე, მეტად სასიამოვნო მოვალეობად ვთლით, ყველაფერი ამისთვის ვთქვათ მადლობა, მაგრამ ქალბატონი ექიმის ათწლიანი შრომა შეიძლება შევაფასოთ მხოლოდ ამ სიტყვით? ეს ლექსიკური ერთეული ხომ უძლურია ჩვენი მადლიერებით სავსე გრძნობის გამოსახატად, რაც ქალბატონი ტატიანა გიორგაძის მოქმედების შესახებ ჩამოგვიყალიბდა წლების განმავლობაში.

ისღა დაგრჩენია, მას და მის ოჯახს მივულოცოთ ჯანმრთელობის მუშაკის დღე, ახალი წელი და ვისურვოთ ხანგრძლივი ჯანმრთელი სიცოცხლე, სიხარულით გაელიოთ ბუნებისგან მონიჭებული დღეები, იყვნენ ბედნიერები და ყველაფერი კარგი მიეცათ მათთვის განგებას, რომ ჩვენმა გამორჩეულმა ექიმმა კვლავაც მრავალ ავადმყოფს აგრძნობინოს მისი პროფესიული დონე და მისმა თბილმა დამოკიდებულებამ გაუხანგრძლივოს ამქვეყნად ყოფნის ბედნიერება, ისედაც გაუსაძლის ყოფაში მყოფ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს," – აღნიშნულია იზოლდა რუსაძის სამადლობელ წერილში.

მედიცინის მუშაკთა დღე საქართველოში ყოველი წლის 24 დეკემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.

(R)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას დასახმარებლად თანხას
აგროვებენ.
21:26 / 04.05.2020
აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას დასახმარებლად თანხას აგროვებენ.
ვეძებთ ძიძას ქუთაისში.
11:14 / 08.03.2020
ვეძებთ ძიძას ქუთაისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.