"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ცნობით, მიდინარე წლის 15
ნოემბერს თერჯოლისა და ტყიბულის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება.
უწყების ინფორმაციით, ენერგომომარაგება 12:00 საათიდან 14:00 საათამდე
შეწყდება, რაც "ტყიბულჰესის" ნულიდან გაშვების ტესტირებას
უკავშირდება.
ელექტროენერგიის მიწოდება თერჯოლის მუნიციპალიტეტში 9 000 აბონენტს,
ტყიბულში კი 8 000 აბონენტს შეეზღუდება.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მომხმარებლებს შეფერხების
გამო ბოდიშს უხდის.
მასალის გამოყენების პირობები