განცხადებები
პლატფორმა „არა ფობია“-ში შემავალი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
FaceBook
პლატფორმა "არა ფობია"-ში შემავალი ორგანიზაციები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულ საქართველოს და ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარი ინციდენტის ზოგიერთი მედიის მხრიდან ქსენოფობიურ კონტექსტში მოხდარ გაშუქებას ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.

"ინტერნეტ-სივრცეში დაპირისპირების შესახებ სხვადასხვა ონლაინ გამოცემები ინფორმაციას ავრცელებდნენ შემდეგი სათაურებით: "ზვარეში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა - ჩინელებმა 4 ქართველი დანით თუ ცულით დაჭრეს."; "ხარაგაულში ჩინელებმა ქართველი მუშები სცემეს"; "ქართველი მუშები ჩინელებმა არმატურით სცემეს-რა მოხდა ზვარეში" და ა.შ. ხოლო ბეჭდურ მედიაში, კერძოდ კი გაზეთ "რეზონანსში", გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ჩინური ტერორი ხარაგაულში".

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე საინფორმაციო სააგენტო "ინფო-9"-მ ფეისბუკის ერთ-ერთ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელა სტატია სახელწოდებით: "ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ოთხფეხა მეგობარი მოკლეს, მისი ხორცი კი მიირთვეს."

მიგვაჩნია რომ ზოგიერთმა მედიამ, ფაქტის გაშუქებისას, მთელი აქცენტი გააკეთა ინციდენტში მონაწილე პირთა და დაზარალებულთა ეთნიკურ წარმომავლობაზე და მომხდარი წარმოაჩინა, როგორც ჩინელების მხრიდან ქართველებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, რითაც მეორეხარისხოვანი გახდა ამ ინციდენტის რეალურ მიზეზების და მის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ცნობები.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუქნტის თანახმად: "იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის." ამავდროულად "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის"სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ ასევე მიუთითებს, რომ "მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან." (მ.33, პ.1)

პლატფორმა "არა ფობია"-ში შემავალი ორგანიზაციები მედიის წარმომადგენლებს მედიის პროფესიულ სტანდარტებს ახსენებენ, რომლის მიხედვით, "ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითებს ამათუ იმ პირის ეთნიკურ და რასობრივ კუთვნილებას, პოლიტიკურ და რელიგიურ მრწამსს, სოციალურმდგომარეობას, კანის ფერს თუ სექსუალურ ორიენტაციას, თუ ეს ინფორმაცია პირდაპირ კავშირშიასაქმის არსთან."
ამგვარად, როგორც კანონმდებლობა, ისე პროფესიული ეთიკის სტანდარტები მოითხოვს, რომ ჟურნალისტის და ზოგადად, მედიასაშუალებების ძალისხმევა მოვლენების სწორი და ობიექტური ანალიზისკენ, ასევე, დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და უთანასწორობის აღმოფხვრისკენ უნდა იყოს მიმართული და არა პირიქით, ახალისებდეს და კვებავდეს საზოგადოებაში არსებულ ქსენოფობიურ განწყობებს და სტერეოტიპებს. ჟურნალისტების მიერ საკითხის ქსენოფობიურ ჭრილში გაშუქებამ, სამწუხაროდ, უკვე გამოიწვია დისკრიმინაციული განწყობების გაღვივება მოსახლეობაში. მაგალითად, სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაიწყო კამპანია სახელწოდებით "არა ჩინურ ნაწარმს."
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მაუწყებლებს და სხვა მედიებს, თავი შეიკავონ ფაქტების იმგვარი გადმოცემისა და ინტერპრეტაციისგან, რომლებიც იწვევს ან ახალისებს საზოგადოების დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ განწყობებს, ხოლო სამართალდამცავმა ორგანოებმა ზემოაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით უზრუნველყონ დროული, ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას დასახმარებლად თანხას
აგროვებენ.
21:26 / 04.05.2020
აფხაზეთიდან დევნილ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას დასახმარებლად თანხას აგროვებენ.
ვეძებთ ძიძას ქუთაისში.
11:14 / 08.03.2020
ვეძებთ ძიძას ქუთაისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.