მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ხონის მინიციპალიტეტში 11 000 აბონენტს
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდებაზე
შეზღუდვა11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შუქის დროებითი გათიშვა
მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე "ღანირი-1" და "ღანირი-2" დაგეგმილ
სამუშაოებს უკავშირდება.
"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ელექტროენერგია გაითიშება ქალაქ
ხონსა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საწულუკიძეო, ივანდიდი,
გუბი, კუხი, სუხჩა, ხიდი, ნოღა, გორდი, კინჩხა, ძეძილეთი, ღვედი,
გელავერი, მათხოჯი, ახალბედისეული, კონტუათი, ნახახულევი, დედალაური,
ნამაშევი, ბესიაური, ქუტირი, ჯიხაიში.
"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით
კომპანია პროფილაქტიკურ სამუშაოებს სისტემატურად ატარებს
ელექტროგამანაწილებელ ქსელში,"– აცხადებენ კომპანიაში.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე
მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები