ქუთაისში მოქმედი მედია საშუალებების წარმომადგენლები განცხადებას
აკეთებენ.
ჟურნალისტები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ,
რომ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მიეცეთ.
ჟურნალისტები ქუთაისის #90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის
ფაქტს გმობენ და შესაბამის ორგანოებს დროული და ობიექტური
გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავანგარდის დასახლებაში არსებულ #90-ე
საარჩევნო უბანზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს
შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგადაც "ქართული ოცნების"
მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს.
მასალის გამოყენების პირობები